ექსპერტებმა დაასახელეს 12 პუნქტი რეზიუმეს შესადგენად, რომლის წარდგენის შემდეგაც კეთილსინდისიერი დამსაქმებელი აუცილებლად აგიყვანთ სამსახურში
ექსპერტებმა  დაასახელეს  12  პუნქტი  რეზიუმეს  შესადგენად,  რომლის  წარდგენის  შემდეგაც  კეთილსინდისიერი  დამსაქმებელი  აუცილებლად  აგიყვანთ  სამსახურში
როდესაც CV-ს ვაგზავნით ვაკანსიაზე, მინიმუმ ერთ უცნობ ადამიანს და ჩვენს პოტენციურ დამსაქმებელს გარკვეულ წარმოდგენას ვუქმნით ჩვენზე. ვინაიდან, CV ჩვენი კარიერისა თუ მიღწევების ამსახველია, მნიშვნელოვანია მოვიფიქროთ, თუ როგორ მივაწვდით მას პოტენციურ დამსაქმებელს.

დღეს დამსაქმებელთა აბსოლუტური უმრავლესობა CV-ს ელ-ფოსტაზე გაგზავნას ითხოვს. ერთი შეხევდით, უმარტივესი პროცესია. თუმცა, არის გარკვეული წესები, რომლებიც დაგვეხმარება მოვახდინოთ პირველი პოზიტიური შთაბეჭდილება ადრესატზე, და საშუალებას მოგვცემს სრულად გავაცნოთ ჩვენი მიღწევები და დამაჯერებელი წარმოდგენა შევქმნათ ჩვენს შესახებ.

...CV-ს გაგზავნისას კარგია, თუ გავითვალისწინებთ:

  1. ელ-ფოსტის მისამართი, რომლიდანაც ვაგზავნით ჩვენს CV-ს, არ უნდა იყოს კნინობითი სახელით შექმნილი. დღევანდელ დღეს საქმიან საფოსტო ყუთად Gmail ითვლება. თუ არ გაქვთ თქვენი სახელითა და გვარით შექმნილი ელ-ფოსტა, აუცილებლად შექმენით. სასურველია მისამართი თქვენს სრულ სახელსა და გვარს შეიცავდეს;
  2. მიაქციეთ ყურადღება, თუ როგორ გამოჩნდება თქვენი სახელი და გვარი ელფოსტაზე, თქვენი წერილი და CV HR მენეჯერთან მივა. აუცილებლად მიუთითეთ სრული სახელი და გვარი ლათინურად;
  3. ფაილს, რომელსაც ვამაგრებთ წერილს, უნდა ერქვას ჩვენი სახელი და გვარი ლათინური ასოებით. არ შეიძლება ჩვენს CV ერქვას “CV” ან “თაკუნა1984” ან სხვა მსგავსი. არ არის საჭირო ვერსიის, დაბადების თარიღის, ენის (ხშირია CV სახელად “სივი ქართული“) და სხვ. მითითება. თავად ფაილში არ უნდა იყოს გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომები, სასურველია იყოს ინგლისურ ენაზე და თუკი გადაწყვეტთ, რომ ფოტოც მიაწოდოთ ადრესატს, ფოტო უნდა იყოს ოფიციალური, საქმინი და 3X4
  4. საკონტაქტო ინფორმაცია და ბოლო სამუშაო ადგილი მიუთითეთ CV-ს დასაწყისში. ეს არის ის ინფორმაცია, რაც HR მენეჯერს უმალ დასჭირდება, რომ დაგვირეკოს ან მოგვწეროს.
  5. მიაქციეთ ყურადღება, თუ რას ითხოვს ვაკანსიის ტექსტი. თუკი მოთხოვნილია, რომ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, უცვლელად დააკოპირეთ ვაკანსიის ტექსტიდან და ჩასვით სათაურის ველში; არ შეიძლება სათაურში მიუთითოთ “ჩემი CV”, “დასაქმების მსურველი”, “ვეძებ სამსახურს” და სხვა მსგავსი.
  6. არ
    დაგავიწყდეთ წერილის ტექსტის დაწერა. წერილი უნდა იყოს საქმიანი ფორმატით შედგენილი, არ უნდა შეიცავდეს სახუმარო ტექსტს და “სმაილებს”; სასურველია ტექსტში გამოთქვათ მზაობა და დაინტერესება შეხვედრისთვის, მიუთითოთ თქვენი მოტივაცია (და არა “ 3 წელია სამსახურს ვეძებ”, ან “ვარ სამსახურის მაძიებელი”) და გადაიხადოთ მადლობა. CV-ს გაგზავნისას არ მოითხოვოთ რომ დაგიდასტურონ CV-ს მიღება და არ დაგვავიწყდეს წერილის ტექსტშივე საკონტაქტო ინფორმაციის მითითება.
  7. CV-სთან ერთად არ არის საჭირო სერტიფიკატების, დიპლომის ასლების, სამოტივაცი წერილის და სხვა დოკუმენტების გაგზავნა, თუკი კომპანია, სადაც ვაკანსიაა, ამას არ ითხოვს;
  8. CV-ს ბევრჯერ გაგზავნა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დაგვირეკავენ. ეს მეთოდი თქვენს საწინააღმდეგოგ მუშაობს. თუ არ ხართ დარწმუნებული,თქვენი CV მივიდა თუ არა ადრესატამდე, შეგიძლიათ დარეკოთ და გადაამოწმოთ;
  9. ნუ სთხოვთ დახმარებას ახლობლებს და მეგობრებს გაგზავნონ თქვენი CV, თუკი საინტერესო ვაკანსიას წააწყდებიან. ამით შესაძლოა არასწორად “დავამახსოვროთ” თავი პოტენციურ დამსაქმებელს და არ მოვახდინოთ კარგი შთაბეჭდილება.
  10. ნუ გაგზავნით თქვენს CV-სთან ერთად სხვა ადამიანის CV-საც, რადგან შესაძლოა ადრესატმა არ მიაქციოს ყურადღება, რომ სხვადასხვა ადამიანის რეზიუმეა და მხოლოდ ერთერთი განიხილოს. ამას გარდა, მეორე ადამიანის მოტივაცია არ ჩანს და ნაკლებ ყურადღებას დაუთმობენ.
  11. მნიშნველოვანია დოკუმენტის ფორმატიც. ყურადღება მიაქციეთ რა სტრუქტურისაა თქვენი CV (მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ნახოთ ინსორსის სტატია “როგორი უნდა იყოს კარგი CV?”) და შეეცადეთ არ გადატვირთოთ ზედმეტი ინფორმაციით.
  12. კარგი იქნება თუ თქვენს CV-ს PDF ვერსიით გააგზავნით და არა Word ის ფაილად, რადგან ფორმატიც დაცულია და ტექნიკური ხარვეზიც ნაკლებია.
ეს წესები ყველაზე ხშირად დაფიქსირებული ხარვეზების მიხედვითაა შექმნილი და ვფიქრობთ, მცირედით მაინც დაგეხმარეთ რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგათ სასურველი სამსახურის მიღებისკენ.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები