ფერმერს ეგონა ჩვეულებრივი კატის კნუტები იპოვა, მაგრამ კნუტების გაზრდის შემდეგ მათ დიდი სიურპრიზი მოუწყვეს პატრონს! (5 ფოტო)
ფერმერს  ეგონა  ჩვეულებრივი  კატის  კნუტები  იპოვა,  მაგრამ  კნუტების  გაზრდის  შემდეგ  მათ  დიდი  სიურპრიზი  მოუწყვეს  პატრონს!  (5  ფოტო)
როდესაც რუსი ფერმერი საკუთარი ნაკვეთის ტერიტორიაზე დადიოდა, შემთხვევით იპოვა ოთხი ახალშობილი ცხოველი. თავიდან კატის კნუტები ეგონა და სახლში წაიყვანა, თუმცა, დაკვირვების შედეგად მიხვდა, რომ ცდებოდა.

ფერმერმა უცნაური არსებების ამოსაცნობად დახმარება ნაკრძალის თანამშრომლებს თხოვა.

...როგორც აღმოჩნდა, ახალშობილი ცხოველები სულ რამდენიმე დღის დაბადებულნი იყვნენ, რადგან თვალები ჯერ არ ჰქონდათ ახელილი. მათი გადარჩენისთვის საჭირო იყო განსაკუთრებული მზრუნველობა.

ნაკრძალის თანამშრომლებმა ამოიცნეს გარეული კატის ჯიში მანული, რომელიც იშვიათობას წარმოადგენს და ის წითელ წიგნშია შესული, როგორც გადაშენების პირას მყოფი ცხოველი.



მანული იმავე ზომისაა, რაც შინაური კატა, მაგრამ მათ
შორის დიდი განსხვავებაა. ის გამოირჩევა უხეში ნაკვთებით, თათები შედარებით მოკლე აქვს. ასევე აქვს განსაკუთრებული თივთიკით დაფარული დიდი ბეწვი, რათა ცივ კლიმატს გადაურჩეს.



სპეციალისტებმა ახალშობილები შინაურ კატას მიუყვანეს. მათ არ იცოდნენ მოუვლიდა თუ არა ის პატარებს, თუმცა, შინაურმა ცხოველმა მანულები პირველივე ნახვის შემდეგ მიიღო.
გარეული კნუტები იზრდებოდნენ და ნაკრძალის თანამშრომლები დღითიდღე ეჩვეოდნენ მათ.
შემდეგი ნაბიჯი მათი ველურ ბუნებაში დაბრუნება იყო.



პირველი ცივი ზამთარი, რომელიც ცხოველებს დამოუკიდებლად უნდა გაეტარებინათ უშედეგო აღმოჩნდა. მათ დაკარგეს გადამცემები, რომლებიც ნაკრძალის თანამშრომლებს მანულების ადგილსამყოფელს აჩვენებდა, ამასთანავე, საგძნობლად დაიკლეს წონაში.



მანულები დააბრუნეს თავშესაფარში, რათა ზამთრის პერიოდში მათზე მომვლელებს ეზრუნათ, ხოლო გაზაფხულის დასაწყისში კვლავ ველურ ბუნებაში გაუშვეს. თბილ კლიმატში ცხოველებს გაუიოლდებათ დამოუკიდებლად ადაპტირება.
ისინი კვლავ ნაკრძალის თანამშრომლების დაკვირვების ქვეშ არიან, თუმცა, დამოუკიდებლად ცხოვრებას ეჩვევიან.



მანული უნიკალური კატების სახეობას მიეკუთვნება, რადგან მათი რაოდენობა ველურ ბუნებაში საკმაოდ მცირეა, ამიტომ მსოფლიოს ველური ბუნების გადარჩენის ფონდი ყველაფერს აკეთებს, რათა ეს საოცარი ცხოველი საბოლოოდ არ გადაშენდეს.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები