თურმე რა ხდება ჩვენს ტვინში მაშინ, როდესაც წინდებით ვიძინებთ
თურმე  რა  ხდება  ჩვენს  ტვინში  მაშინ,  როდესაც  წინდებით  ვიძინებთ
ღამით წინდებით ძილი ძილის კულტურის დარღვევადაა მიჩნეული, შესაძლოა მართლაც არაესთეტიურია ძილის დროს წინდების ჩაცმა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ წინდები სხეულს ტემპერატურის დარეგულირებაში ეხმარება, შედეგად თავიდან ავიცილებთ ძილის დროს წარმოქმნილ დისკომფორტებს, მაგალითად სიცივის შეგრძნებას და უკეთესად დაგვეძინება.
რა თქმა უნდა წინდები
უნდა იყოს სუფთა და რბილი და არა მთელი დღის ნაცვამი.
შვეიცარიაში, ძილის ლაბორატორიაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხელებსა და ფეხებს შორის ტემპერატურის პირდაპირი კავშირი არსებობს.
ექსპერიმენტში ახალგაზრდა ადამიანები მონაწილეობდნენ, კვლევამ აჩვენა, რომ იმ ახალგაზრდებმა ბევრად სწრაფად დაიძინეს, რომლებსაც წინდები ეცვათ და კიდურები თბილად ჰქონდათ.
...როდესაც ხელებსა და ფეხებში სისხლძარღვები ფართოვდება, სითბო დანარჩენ სხეულშიც თანაბრად გადანაწილდება.

თუკი თქვენ ისეთ ადამიანებს მიეკუთვნებით, ვინც ღამით წინდებით ძილს კატეგორიულად ვერ იტანს, მაშინ რამდენიმე მეთოდს უნდა მიმართოთ:

  • ძილის წინ დაიდეთ ფეხებთან თბილი ბოთლი და გაითბეთ ფეხები.
  • საბნის ზემოდან, ფეხებზე დამატებით გადაუფარეთ პლედი ან საბანი.
  • ან გაითბეთ ფეხები კარგად სანამ დაწვებით.
  • ასევე შეგიძლიათ ფეხები თბილ წყალში ჩააწყოთ.

ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ დაძლიოთ უძილობა და კომფორტულად დაიძინოთ.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები