როგორ შევინარჩუნოთ ვარცხნილობა ქუდის ქვეშ - ეს ხერხი ცხოვრებას გაგიმარტივებთ!
როგორ შევინარჩუნოთ ვარცხნილობა ქუდის ქვეშ - ეს ხერხი ცხოვრებას გაგიმარტივებთ!
სამწუხაროა, როცა საკმაოდ დიდ დროს ვხარჯავთ დილით ვარცხნილობის გაკეთებაზე, ქუდის დახურვის შემდეგ კი ყველაფერი წყალში გვეყრება. არადა გარეთ ზამთარია...ყინვა... გაყინვას ვარცხნილობის გაფუჭება სჯობსო - ვიმშვიდებთ თავს., მაგრამ მაინც გული გვწყდება. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ რჩევას, რომელთა წყალობით შეძლებთ ქუდის ქვეშ ვარცხნილობის შენარჩუნებას.


1. ნუ გამოიყენებთ ვარცხნილობის ფიქსაციისთვის განკუთვნილ საშუალებებს
...
ბევრი ფიქრობს, რომ ლაქებისა და მუსების აქტიური გამოყენება სრულიად შეინარჩულებს ვარცხნილობას ქუდის ქვეშაც კი. ეს მითია. ქუდი ქმნის სათბურის ეფექტს, რის გამოც დასაფიქსირებელი საშუალებების გამოყენებით მიღებული ვარცხნილობა ფორმას კარგავს. მუსებისა და ლაქებისგან თმა
მოცულობას უფრო დაკარგავს, ვიდრე ლამაზ ვარცხნილობას შეინარჩუნებს.

2. გამოიყენეთ მშრალი შამპუნი

ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ დროს თმისთვის მოცულობისა და ტექსტურის მისაცემად საუკეთესო საშუალებაა მშრალი შამპუნი ან თმის პუდრი. მშრალი შამპუნის გამოყენება შემდეგნაირად უნდა მოხდეს: შეანჯღრიეთ ბოთლი და შეაფრქვიეთ შამპუნი თმას 10-15 სმ-ის მოშორებიდან. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ თმის ძირაბს. დაიცადეთ რამდენიმე წამი და კარგად დაივარცხნეთ თმა რაც შეიძლება ხშირი სავარცხლით ან ჩოთქით, რათა მოშორდეს ზედმეტი შამპუნი. თუ პუდრს იყენებთ, ჯერ ცოტაოდენი დაიტანეთ თმის ძირებზე, შემდეგ კი თითებით ჩამოიბერტყეთ თმს დარჩენილ სიგრძეზე. სულ ესაა!

3. არ დაიხუროთ ქუდი ნოტიო თმაზე

ვარცხნილობის შესანარჩუნებლად, არ დაიბადოთ თავი უშუალოდ სახლიდან გასვლის წინ: თმამ უნდა მოასწროს მთლიანად გაშრობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქუდის ქვეშ ნოტიო თმა მოულოდნელ ფორმას მიიღებს.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები