ფსიქოლოგების 20 რჩევა, რომლის შემდეგაც საყვარელ ადამიანს უფრო შეუყვარდებით
ფსიქოლოგების  20  რჩევა,  რომლის  შემდეგაც  საყვარელ  ადამიანს  უფრო  შეუყვარდებით
ბედნიერია თანაცხოვრება, როდესაც ადამიანებს აქვთ უნარი მოუსმინონ და გაუგონ ერთმანეთს, როცა შეუძლიათ ერთმანეთის გრძნობების პატივისცემა.

თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება და ამის გამო ურთიერთობაში პრობლემები ჩნდება.

...გთავაზობთ ფსიქოლოგების 20 რჩევას. რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანს უფრო დაუხალოვდეთ და თქვენი ურთიერთობა უფრო მყარი გახდეს:

1.
გახსოვდეთ, რომ ყურადღებით მოსმენა, ეს სიყვარულის გამოხატვის საუკეთესო გზაა.

2. პარტნიორთან ურთიერთობისას, ნუ გაითვალისწინებთ სხვების აზრებს - მხოლოდ თქვენ იცით, როგორ უნდა მოიქცეთ მის გვერდით, მხოლოდ თქვენ იცნობთ მას ყველაზე კარგად, ამიტომ იმოქმედეთ ისე, როგორც თავად მიგაჩნიათ სწორად და არა ისე, როგორც თუნდაც უახლოესი მეგობარი გირჩევთ.

3. დაეთანხმეთ მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

4. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას (ბავშვებს, ძაღლსდა ა.შ) ხელი შეგიშალოთ საუბრის დროს.

5. როცა თქვენთან საუბარი სურს და მნიშვნელოვანი საქმე აქვს - გადადეთ საკუთარი საქმეები და მთელი ყურადღება მხოლოდ მისკენ მიმართეთ.

6. გამორთეთ ყველანაირი ციფრული ტექნოლოგია (ტელეფონი, ლეპტოპი, ტელევიზორი) - მათ გამო უარს ნუ იტყვით საყვარელ ადამიანთან დიალოგზე.

7. სხეულის ენა, როგორებიცაა საუბრის დროს თვალებში ცქერა და დროდადრო მხიარული გამომეტყველება, ზრდის მის ინტერესს თქვენდამი.

8. გამოიჩინეთ მოთმინება.

9. როცა გესაუბრებათ, აცადეთ, დაასრულოს, ნუ შეაწყვეტინებთ - ამ დროს ის გრძნობს თქვენს პატივისცემას.

10. იყავით ცნობისმოყვარე - ყველაფერი უნდა იცოდეთ პარტნიორის შესახებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დეტექტივი უნდა დაიქირაოთ მისი ყოველი ნაბიჯის გასაგებად. იმისთვის, რომ პარტნიორზე ყველაფერი გაიგოთ და უკეთ გაიცნოთ ის, საუკეთესო გზა მხოლოდ და მხოლოდ მასთან დიალოგია.

11. გინდათ, რომ უფრო მეტად დაუახლოვდეთ?- მაშინ უთხარით ფრაზა: „მომიყევი უფრო მეტი“.

12. სანამ რაიმე დასკვნას გამოიტანთ, ჯერ კარგად დაფიქრდით და გააანალიზეთ - გადაწყვეტილებებს ნაჩქარავად ნუ მიიღებთ.

13. თუ პარტნიორი იწყებს საუბარს და მის წინადადებებს თქვენ ასრულებთ, ეს არც ისე კარგი ჟესტია და მის მიმართ თქვენ უპატივცემულობას გამოხატავს - ეცადეთ,
თავი შეიკავოთ მსგავსი ქმედებისგან და ნება მისცეთ, თავად დაასრულოს საუბარი.

14. რამდენიმე სენსიტიური და ამავდროულად, სწორ დროს შერჩეული სიტყვები აჩვენებს თქვენს ინტერესს - ეს სიტყვებია: „კი“, „მართლა?“„ვხედავ“, „მესმის შენი“, „რა კარგია“.

15.
დროდადრო საკუთარი სიტყვების პერიფრაზებით ესაუბრეთ - ეს აჩვენებს, რომ ცდილობთ პარტნიორმა გაიგოს რეალურად რისი თქმა გსურთ. ასეთ დროს პარტნიორი ხედავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მას აუხსნათ ყველაფერი და რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანია ის თქვენს ცხოვრებაში.

16. დაეხმარეთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში - შესაძლოა, გიჭირთ რაიმე კონკრეტული რჩევის მიცემა, მაგრამ იცოდეთ, რომ გაცილებით უფრო კარგი იქნება ურთიერთობისთვის და ასევე მისთვის, თუ ისეთ კითხვებს დაუსვამთ, რომელიც თავისი გადაწყვეტილების მცდარ და დადებით მხარეებს ნათლად დაანახებს.

17.
თუ შეამჩნიეთ, რომ საუბარი მოსაწყენი გახდა, სჯობს შეწყვიტოთ დიალოგი, ან შეცვალოთ საუბრის თემა - ნახეთ აქცია, თუ არა ამ ცვლილებამ დიალოგი უფრო ღრმად და საინტერესოდ. მოუყევით მას საკუთარი გრძნობების შესახებ, გულწრფელად ესაუბრეთ საკუთარ შეხედულებებზე.

18.
უჩვენეთ სიყვარული მოქმედებით - ზოგჯერ სიყვარულის გამოსახატად სიტყვები სულაც არაა საჭირო. ხანდახან ვეუბნებით, რომ გვიყვარს, ჩვენი ქმედებები კი, არაფერს ამბობენ. ფსიქოლოგებიამბობენ, რომ ყველაზე კარგად ადამიანი სიყვარულს ქმედებებით გამოხატავს. განსაკუთრებით კი, სიყვარულის გამოხატვაში საყვარელ ადამიანზე ზრუნვა და მისი მოსმენა გვეხმარება.

19. მიეცით პარტნიორს საშუალება, რომ გაგიზიაროთ გრძნობები, ფიქრები, სამომავლო გეგმები.

20. თუ ყველაფერ ამას გააკეთებთ, შეგიძლიათ მოულოცოთ საკუთარ თავს - თქვენ ნამდვილად გექნებათ მყარი ურთიერთობა, საყვარელ ადამიანთან უფრო მეტი სიახლოვე და მისი დიდი ნდობა.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები