მანიპულატორი კაცების 10 საყვარელი ფრაზა, რომლითაც ყველა ქალზე დიდ ზეგავლენას ახდენენ
მანიპულატორი კაცების 10 საყვარელი ფრაზა,  რომლითაც  ყველა  ქალზე  დიდ  ზეგავლენას  ახდენენ
თქვენ გვერდით ჭკვიანი, საინტერესო, მომხიბლავი მამაკაცია და ყველაფერი ვითომ კარგადაა, მაგრამ, რატომღაც, გრძნობთ, რომ იმას არ აკეთებთ, რაც გსურთ, სამაგიეროდ აკეთებთ იმას, რაც მას სურს. შესაძლოა, თქვენ გვერდით მანიპულატორია. ის ამ ფრაზებით გაკეთებინებთ იმას, რაც მას სურს და ეს მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა.

„მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ და ნურც ეცდები ჩემს შეცვლას“
მას სურს, პასუხისმგებლობა მოიხსნას, არ მიიღოს არავითარი გადაწყვეტილებები და თავისი კომფორტის ზონა არ დატოვოს. ეს ინფანტილური მოზარდის ფრაზაა და არა მოზრდილი მამაკაცის.
...

„ნახე, რას დამამსგავსე! ჩვარსა და წარუმატებელს!“
მამაკაცს სურს, თავისი პრობლემებისა და წარუმატებლობის გამო მთელი პასუხისმგებლობა თქვენ დაგაკისროთ. თითქოს თქვენ მის ცხოვრებას ანგრევთ, ის საწყალი კი მარიონეტია თქვენს ხელში.


„საერთოდ, ხვდები, რას აკეთებ?!“
თითქმის პირდაპირი ტექსტით, ეს მამაკაცი სულელსა და უჭკუოს გიწოდებთ და თქვენი აზრი მისთვის გასათვალისწინებელი არ არის. მას ურჩევნია, პირი საერთოდ არ გააღოთ.


„მე მეგონა, ერთმანეთს ვენდობოდით, მე ხომ ყველაფერს გიყვებოდი“
სურს, გულახდილ საუბარში ჩაგითრიოთ და თქვენგან ისეთი ინფორმაცია გაიგოს, რომელსაც შემდეგ თქვენ წინააღმდეგ გამოიყენებს. თუკი ამის შემდეგ კაცი თქვენი საბანკო პლასტიკური ბარათის პინკოდს გკითხავთ, ეს უკვე ძალიან ცუდის ნიშანია.

„თქვენ, ქალები, ყველანი ერთნაირები ხართ: რაღაცებს იგონებთ, ხლართავთ, ართულებთ“
ასეთი კაცი თქვენი პიროვნების გაუფასურებას ცდილობს. მას სურს, თქვენი პრობლემები და განცდები გამოგონილად და სულელურად წარმოაჩინოს და ისინი, ქალური ჭირვეულობისა და ისტერიულობის საბაბით, სანაგვეზე მოისროლოს.

„შენი ხათრით ყოველდღე ვიპარსავ და დედაშენის გაკეთებულ ტოლმას მივირთმევ, შენ კი ისიც არ შეგიძლია, რომ...“
მისი მიზანია, ისეთი რამ გაგაკეთებინოთ, რისი გაკეთებაც კატეგორიულად არ გსურთ. მამაკაცი თქვენს ურთიერთობას ბარტერულ გაცვლად აქცევს: „მე შენ ყავას მოგართმევ ლოგინში, შენ კი ვახშმად კოტლეტებს შემიწვავ“.


„მეგონა, ერთმანეთი გვიყვარდა, შენ კი ჩემი გაგება საერთოდ არ გსურს“
სინამდვილეში კი აი, რას გულისხმობს ის: „მინდა, მთელი პრობლემები შენ იტვირთო!“ ანდა მან
რაღაც ცუდი გააკეთა და ახლა სურს, თქვენ დაგაბრალოთ.

„თუ მიმატოვებ, თავს არ ვიცოცხლებ“
მას იმედი აქვს, რომ თქვენ შეგეშინდებათ, ტრაგედიის მიზეზი არ გახდეთ და ამის გამო მის ხუშტურებს მთელი ცხოვრება მოითმენთ.

„ბოდიში ხომ მოვიხადე, მეტი რაღა გინდა ჩემგან, ქალო?"
კაცს ჰგონია, რომ ბოდიში გაანეიტრალებს ნებისმიერ, ყველაზე ცუდ საქციელსაც კი. ეს ოჯახური ტირანის საყვარელი ფრაზაა. ამ ფრაზის შემდეგ იგი ელოდება, რომ გულაჩუყებული ჩაეხუტებით.

„ამქვეყნად ყველაფერი ცუდი ქალებისგან მოდის“
მას სურს, თქვენში არასრულფასოვნების კომპლექსი გააჩინოს და ამიტომაც მთელი ქვეყნის პრობლემებში დამნაშავედ თქვენ გამოჰყავხართ, მაგრამ მას ავიწყდება, რომ ქალი იძლევა სიცოცხლეს, ზრუნავს, ზრდის, ჩუქნის სითბოს, სიკეთესა და სიყვარულს.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები