რატომ არ სტკივათ ამდენი კაკუნის სემდეგაც კი კოდალებს თავი და რა მოუვა შხამიან გველს საკუთარ თავს რომ უკბინოს?
რატომ  არ  სტკივათ  ამდენი  კაკუნის  სემდეგაც  კი  კოდალებს  თავი  და  რა  მოუვა  შხამიან  გველს  საკუთარ  თავს  რომ  უკბინოს?
ბუნებისმტყველებმა დაადგინეს, რომ კოდალის ზოგიერთ სახეობას ხის ქერქის გაბურღვის დროს შეუძლია განავითაროს ნისკარტის მოძრაობის სიჩქარე, რომელიც ტოლია 21 კმ/სთ-ისა. ამავე დროს ფრინველის თავი უკან ვარდება უზარმაზარი უარყოფითი აჩქარებით, რომელიც ორჯერ მეტია აჩქარებაზე, რასაც კოსმონავტები განიცდიან კოსმოსური რაკეტის სტარტის დროს.

პირველი, რაც იცავს კოდალას ტვინს, ესაა მისი ძალიან მყარი მიმაგრება თავის ქალის კოლოფზე, ხოლო მეორე კი-თვით ქალის კოლოფია, რომელიც შედგება რბილი ფრაგმენტებისაგან. ეს ფრაგმენტები ზამბარასავით მოძრაობენ და ახშობენ დარტყმის ძალას. დარტყმის სიძლიერის შერბილებას ხელს უწყობს აგრეთვე ენისქვეშა ძვალი და თავად ენა, რომელიც კოდალას საოცრად გრძელი აქვს - ენის სიგრძე თავად ფრინველის სიგრძეზე გაცილებით მეტია. ენის მოქმედების პრინციპი ამ შემთხვევაში შეიძლება შევადაროთ მანქანის უსაფრთხოების ღვედის მოქმედების პრინციპს.

...კოდალა ახორციელებს ძალიან ზუსტ დარტყმებს ისრისმაგვარი ტრაექტორიით, მისი ნისკარტის ქვედა ნაწილი ოდნავ გრძელია ზედაზე, რის გამოც ყბის ქვედა ნაწილი დარტყმის მთელ ძალას თავის თავზე იღებს, ხოლო ზედა ნაწილი, რომელიც პირდაპირ კავშირშია თავის ტვინთან, შედარებით მოსვენებულ მდგომარეობაში რჩება; მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი: კოდალა ერთადერთი ფრინველია, რომელსაც
ნისკარტსა და თავის ქალის კოლოფს შორის აქვს სპეციალური საფენი, რომელიც ამორტიზატორის როლს ასრულებს. გრძელი, წებოვანი და ხაოიანი ენა კოდალას ეხმარება ნადავლი ხის ყველაზე შორეული ფუღუროდან გამოათრიოს.

შხამიანი გველები დროდადრო საკუთარ თავსაც კბენენ, შეასაძლოა, ამ დროს მათ თავი ოდნავ შეუძლოდ იგრძნონ, მაგრამ საკუთარი ნაკბენით შხამიანი გველები არასოდეს კვდებიან - შხამი მათ სიცოცხლისათვის საშიშ ზიანს არ აყენებს.

გველები თავდასხმის დროს განიცდიან ისეთ დატვირთვას, როგორსაც გამანადგურებელი თვითმფრინავის პილოტები ფრენის დროს. ჩვეულებრივი ადამიანი ცნობიერებას კარგავს 9G დატვირთვის დროს, ხოლო ნახტომის გაკეთებისას გველებზე საშუალოდ 28G დატვირთვა მოდის.

ჯავშნიანი კუების ზოგიერთი ჯიშის მდედრებს შესწევთ უნარი მამრის სპერმა შეინახონ თავიანთ ორგანიზმში რამოდენიმე თვის განმავლობაში და მხოლოდ მაშინ გამრავლდნენ, როცა კეთილსასურველი გარემო პირობები შეექმნებათ.

მალაიზიასა და ბრუნეიში ცხოვრობენ მეტად უცნაური ჭიანჭველები
. მათ მუცლის ღრუში აქვთ სპეციფიური წებო, რომელშიც ჭიანჭველები მტერს გაახვევენ ხოლმე. საშიშროების შემთხვევაში ჭიანჭველების ნაწილი თავად ''იფეთქებს'' თავს და გარეთ გამოისვრის ამ წებოს, რათა დანარჩენები გადაარჩინონ.  განაგრძეთ  კითხვა

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები