პიქსარის 7 ანიმაციური ფილმი, რომელშიც ღრმა ფსიქოლოგიური აზრია ჩადებული (7 ფოტო)
პიქსარის  7  ანიმაციური  ფილმი,  რომელშიც  ღრმა  ფსიქოლოგიური  აზრია  ჩადებული  (7  ფოტო)
ბევრს უყვარს ანიმაციური კინო, თუმცა ხშირად ვერც კი ვხვდებით რა აზრი დევს ამა თუ იმ ფილმში. მულტფილმებისგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება! გთავაზობთ “პიქსარის” ანიმაციურ კინოს რომელიც ყველას უნდა გქონდეთ ნანახი:

7. დორის ძიებაში – Finding Dory (2016 წ.) [Imovies & Adjaranet]

...

ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ, ამიტომ უნდა დავაფასოთ ერთმანეთი
კინოს მთავარი გმირი საყვარელი თევზი დორია, რომელიც ძალიან გულმავიწყია. აღსანიშნავი ის არის, რომ ის დაბადებიდან ასეთა. აზრიც სწორედ ეს არის – უნდა მივიღოთ ადამიანები ისეთებად, როგორებიც ისინი არიან.




6. კეთილი დინოზავრი – The Good Dinosaur (2015 წ.) [Imovies & Adjaranet]



გულწრფელი მეგობრობა სუპერძალაა
ეს ანიმაცია არის სამყაროზე სადაც ბუნებამ გაიმარჯვა ცივილიზაციაზე. დინამიური ისტორიის გარდა საინტერესოა როგორ დაიძლევა შიში მეგობრისთვის.




5. თავდაყირა – Inside Out (2015 წ.) [Imovies & Adjaranet]



ნუ შეგეშინდებათ თქვენი ემოციის
“თავდაყირა” ალბათ პიქსარის ყველაზე ძლიერი კინოა. ეს მულტფილმი ფსიქოთერაპევტებმაც კი აღიარეს. მთავარი გმირი ახალგაზრდა გოგონაა რომელსაც უწევს თავის გრძნობებთან გამკლავება. კინოში კარგად არის დახატული, რომ სხვადასხვა ემოციების შეგრძნებები ნორმალურია, მაგრამ ჩვენ მათ არასდროს არ უნდა ავყვეთ.



4. მამაცი – Brave (2012 წ.) [Imovies & Adjaranet]



იყავი ის რაც ხარ

ეს კინო ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ ჩვენ არასდროს არ უნდა ვაკეთოთ ის, რაც სხვებს უნდათ.



3. ზევით – Up (2009 წ.) [Imovies & Adjaranet]



გვიანი არასდროს არის
სევდიანი, მაგრამ ძალიან საინტერესო ისტორია მარტოობასა და სიბერეზე. მთავარი გმირი, კარლი, ყოველდღე ფიქრობს იმ მოგზაურობაზე რაზეც ის და მისი ცოლი ოცნებობდა. სიბერეში კი გადაწყვიტავს ოცნება აიხდინოს.



2. ვოლი – Wall-e (2008 წ.) [Imovies & Adjaranet]



ჩვენი პლანეტა ჩვენი პასუხისმგებლობაა
ანიმაცია ღრმა გრძნობების გარდა იმ პასუხისმგებლობებზეა, რომელიც ჩვენ გვაკისრია.



1. რატატუი – Ratatouille (2007 წ.) [Imovies & Adjaranet]



ყოველთვის ეცადეთ აიხდინოთ თქვენი ოცნება
მთავარი გმირი ვირთხაა, რომელსაც უნდა რომ შეფმზარეული გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი არავის ჯერა, ის თავისას მაინც არ ეშვება. ეს კინო გვასწავლის იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოვდივართ, მიზნის მისაღწევად მონდომებაა საჭირო.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები