"სამი საყვარელი ბებო ჩამიჯდა, ლიბერთის ბანკომატიდან ფული მოგვახსნევინეო"
"სამი საყვარელი ბებო ჩამიჯდა, ლიბერთის ბანკომატიდან ფული მოგვახსნევინეო"
სოციალურ ქსელში გიორგი ჩინჩალაძე სახალისო ისტორიას აქვეყნებს.

"#ტაქსისტისისტორიები

...
დღეს პენსიის აღების დღე ყოფილა.


სამი საყვარელი ბებო ჩამიჯდა, ლიბერთის ბანკომატიდან ფული მოგვახსნევინეო.


ყველაზე მხიარული და სადაქალოს ლიდერი ლილი ბებო აღმოჩნდა


- ჩავფულიანდით გოგოებო


- ჩვენი მთავრობა ჩაფულიანდა ისე, როგორც ჩვენ ("გულო"-თი მიმართავდნენ. ალბათ გულიკო ქვია და ცოტა უჟმურია)


- ბებო, აბა გაგიგია ასე? წამლებში ძლივს გვყოფნის ხოლმე ფული, მაგრამ დღეს გაგულავება გადავწყვიტეთ, გაქრომია პატრონი (ლილი ენას არ აჩერებდა)


- რას იზამ ბებო, არც ახალგაზრდებს მოგვწონს ბევრი რამ, მაგრამ...


- ბებო, თანხის გამოტანაში ხომ დაგვეხმარები? ვერაფრით დავიმახსოვრე, როგორ უნდა ავიღო ფული.
ხან ვის ვთხოვ ხოლმე, ხან ვის. მერე ერთი კაი სახინკლე მოგვიძებნე. დღეს უნდა ავუშვათ აფრები. ჭირიც მოგვჭამა 30 ლარმა. ხომ გვეყოფა მაგდენი?


- გეყოფათ, გემრიელად შეჭამთ და ლუდი ან ლიმონათიც მოგივათ.


- წამოდი შვილო, თუ არ იუკადრისებ ჩვენთან დაჯდომას, ხინკალზე დაგპატიჟებთ. ალბათ დილიდან გამოსული ხარ და მოშიებული იქნები. (პირველად ამოიღო ხმა მესამემ. სახელი არ ვიცი)


- დიდი მადლობა, ძალიან საყვარლები ხართ და სიამოვნებით შემოგყვებოდით, მაგრამ ნაჭამი ვარ და თანაც, უნდა ვიმუშავო.


ბანკომატთან გავუჩერე, თანხა გამოვუტანე სამივეს. წინასწარ სამი ცალი 5 ლარიანი გავამზადე და ჩუმად შევუცურე სათითაოდ. თან ვნერვიულობდი, არ გადათვალონ და არ მიხვდნენ-მეთქი. შემდეგ იქვე, ახმეტელზე ხინკლის სახლთან მივიყვანე. დიდი ჭიდაობა დამჭირდა, რომ თანხა არ გამომერთვა. დამშვიდობებისას, დალოცვას რომ მორჩნენ, მივაძახე, დღეს პრემია დაგიჯდათ, ქეიფის ნახევარს იმით გადაიხდით-მეთქი. გაკვირვებულებმა კი შემომხედეს, მაგრამ უკვე დაძრული მქონდა მანქანა და რეაქციას აღარ დაველოდე.


პს. 1 ფოტოზე ცოცხალი თავით არ დამთანხმდნენ, რა "ჩასაკარტოჩკებლები" ჩვენ ვართო.


პს. 2 Lasha Kurdadze, ფერეიდნელ ბიჭს გამოვართვი ფული, ახალი გამოსული ვიყავი, საწვავი ჩასასხმელი მქონდა."

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
dainteresdit_ge
მთვლელები