დედამ სპეციალურად გააჩინა ბავშვი, რომ მისი ჭიპლარით უფროსი შვილი განეკურნა
დედამ  სპეციალურად  გააჩინა  ბავშვი,  რომ  მისი  ჭიპლარით  უფროსი  შვილი  განეკურნა
ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ ახალშობილის ჭიპლარის სისხლში არსებული ღეროვანი უჯრედები უამრავ დაავადებას კურნავს. სწორედ ამიტომ, მშობლების სურვილისა და მატერიალური სახსრების გათვალისწინებით, ჭიპლარის სისხლის ბანკში, ახალშობილის ჭიპლარის სისხლს წლების განმავლობაში ინახავენ. ჭიპლარის სისხლი ეს არის სისხლი, რომელიც მშობიარობის შემდეგ პლაცენტაში რჩება და რომელსაც მშობიარობის შემდეგ უბრალოდ აგდებენ. თუმცა, რამდენიმე ათეული წელია მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ სისხლში დიდი რაოდენობით არის ღეროვანი უჯრედები. მათ შორის, ყველაზე დიდი რაოდენობით – სისხლმბადი ღეროვანი უჯრედები. მასში, ასევე, შედარებით ნაკლები რაოდენობითაა მეზინქიმიური ღეროვანი უჯრედები, რომელიც მნიშვნელოვანია
იმდენად, რომ მათგან შეიძლება სხვადასხვა ტიპის უჯრედები და ქსოვილები წარმოიქმნას. მშობლებს საკმაოდ ბევრი შეკითხვა დაუგროვდათ ჭიპლარის სისხლის შენახვის აუცილებლობაზე. აქტუალურ კითხვებზე პასუხის მისაღებად სისხლის ბანკის სამედიცინო დირექტორს გოჩა შათირიშვლის დავუკავშირდით.

- რამდენად ხშირია ქართულ რეალობაში ჭიპლარის სისხლის შენახვაზე მოთხოვნა ?
...- ხშირია, იშვიათი არ არის. მსოფლიო სტატისტიკა 1%-დან 6%-მდეა. დანამდვილებით ვიცი, რომ ისრაელში 3%-მდე ინახავენ და ქართველი მოსახლეობის დაახლოებით 1% ინახავს. ათასობით ადამიანს აქვს ჩვენთან ჭიპლარის სისხლი შენახული. ამის შესახებ ინფორმაცია ფართოდ არის
გავრცელებული და დაინტერესებული ვინც არის, მოგვმართავს ან კითხვის ფორმით ან კიდევ შესანახად.

- გარდა პაციენტისა, ვისი ჭიპლარის სისხლიც არის შენახული, თუ იყენებენ მას დედმამიშვილის ან თუნდაც მშობლების სამკურნალოდ ?
- დიახ. დაავადებას გააჩნია. უმჯობესია საკუთარი ჭიპლარის სისხლი იყოს გამოყენებული. მაგალითად აუტიზმის და ცერებრალური დამბლის შემთხვევების დროს. თუმცა კვლევები მიმდინარეობის დედმამიშვილებში მისი გამოყენების შესახებ და 75%-ში სისხლი თავსებადია. ე.ი. თუ დედმამიშვილის სისხლს შეინახავენ, გამოადგებათ აუტიზმის და ცერებრალური დამბლის სამკურნალოდ. რაც შეეხება სისხლის დაავადების სამკურნალოდ, ონკოლოგიური და არაონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ დედმამიშვილების სისხლი კარგია, მაგრამ 25%-ია თანხვედრა. შემთხვევათა ¼-ში შეიძლება იყოს თავსებადი სისხლი. ასეთი შემთხვევები იშვიათი არ არის მედიცინაში. პირველი ტრანსპლანტაცია სწორედ დედმამიშვილზე განხორციელდა, იშვიათი თანდაყოლილი ანემიით, ფანკონის ანემიით დაავადებული 6 წლის ბიჭი გადაარჩინეს თავისი ახალშობილი დის ჭიპლარის სისხლით. რაც შეეხება მშობლების სამკურნალოდ შვილის ჭიპლარის სისხლის გამოყენებას, დედ-მამასა და შვილს შორის თანხვედრა არის 50%. საერთოდ, როგორც წესი, ჯერჯერობით მასიურად არ ხდება. არის ძალიან კარგი ფაქტები, როდესაც შვილის სისხლმა დედა გადაარჩინა.   განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები