რისთვის აგროვებენ ესპანეთში ყოველ ოჯახში პლასტმასის თავსახურებს
რისთვის აგროვებენ ესპანეთში ყოველ ოჯახში პლასტმასის თავსახურებს
კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებდით ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, ბევრი კეთილი ადამიანი ალბათ იტყვის, რომ გასცემდა თანხას, გაიღებდა სისხლს და ასე შემდეგ, მოიქცეოდა მისი შესაძლებლობების ფარგლებში.

ესპანეთი ამ მხრივ არის სამაგალითო.

...ესპანეთში, თითქმის ყოველ ოჯახში, სამზარეულოში დგას ვაზა სხვადასხვა ზომის ფერადი პლასტმასის თავსახურებით. რა მიზნით შეიძლება აგროვებდნენ ადამიანები თავსახურებს?

საქმე იმაშია, რომ ერთ ესპანელ 7 წლის გოგონას დასჭირდა გულის ოპერაცია, რომელიც კეთდებოდა გერმანიაში 90 ათას ევროდ, ბავშვის მშობლებს არ ქონდათ თანხის საშუალება. მათ ტელევიზიით გააკეთეს მიმართვა დახმარების თხოვნით, რომელსაც გამოეხმაურა ერთ-ერთი პლასტმასის გადამამუშავებელი კომპანია და შესთავაზა მათ ეს თანხა 200 ტონა პლასტმასის თავსახურში. ბევრი ამას ალბათ დაცინვად ჩათვლიდა, მაგრამ ესპანეთში დადგეს ყუთები და გააკრეს ბავშვის ფოტოები სუპერმარკეტებში, სპორტკლუბებში, სხვადასხვა დაწესებულებებში და ხალხმა დაიწყო მათში პლასტმასის თავსახურების ჩაყრა. შედეგმაც არ დააყოვნა, რამდენიმე თვეში შეგროვდა თავსახურების საჭირო რაოდენობა.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები