"მამაომ ჩაამთავრა ლოცვები, მოტრიალდა ხალხისკენ და აუტყდა სიცილი" - ამბავი გურიიდან
"მამაომ ჩაამთავრა ლოცვები, მოტრიალდა ხალხისკენ და აუტყდა სიცილი" - ამბავი გურიიდან
სოციალური მუშაკის "ფეისბუქზე" გავრცელებულმა ჩანაწერმა სოციალური ქსელი გაახალისა.

“უცხო ადამიანებთან ურთიერთობა ჩემი სამსახურის ნაწილია. ყოველ დღე ვხვდები სხვადასხვა ფსიქოტიპს. წარმომავლობიდან გამომდინარე მათ ეთნოფსიქიკასაც ვეცნობი და შესაბამისად ვარჩევ საურთიერთო დამოკიდებულებას. ყველაზე მეტად გურულებთან მსიამოვნებს ურთიერთობა, რადგან, როგორც არ უნდა უჭირდეთ, გურულები არასდროს კარგავენ იუმორის გრძნობას.

...დღეს გურულებთან გახლდით მათი სოციალური ყოფის შესასწავლად. ჩათვალეს, რომ მათ შესახებ ყველაფერი უნდა მოეთხროთ ჩემთვის აწმყოც და წარსულიც. წარსულის მოყოლაში ჩამიყვანეს გურიაში, მომატარეს და დამათვარიელებინეს მათი სოფელი საიდანაც ჩამოვიდნენ და მივიდნენ სახალისო ამბის მოყოლაზე. მაშ ასე, ახლა თქვენც
გაიგებთ ერთ სახალისო ამბავს.
ოჯახის დიასახლისი მიყვება.

- ბოლშევიკობისას, როგორც მთელ გურიაში, ისე ჩვენთანაც ეკლესია დაგვინგრიეს სასიკტილეებმა, მაგენი ამოწყვიტა მამაზეციერმა ერ დღეს! ჰოდა ამ ათიოდე წლის უკან შევაგროვეთ ფული, დავიხმარიეთ ბიზმესმენები და ახალი ეკლესია ავაშენეთ. ამევიდა რაიონიდან მამაო და დეიწყო წირვა- ლოცვების ჩატარება. ერთ დღეს გადმოგვხედა და ასე თქვა, მიორედ რომ ამუალ თავსაფრის გარეშე არაკაცი არ ვნახოვო. მევიდა კვირა დღე და მე როგორც ბეჯითი მოსწავლე თლად წინ დავდექი, მეტი მადლი გადმოვა ჩემზეთქვა.

გამევიდა მამაო, ზურგით დადგა ჩვენსკენ და დაიწყო ლოცვების კითხვა. ჩაამთავრა ლოცვები, მოტრიალდა ხალხისკენ და აუტყდა სიცილი, თანაც იმფერი რომე გადაბჟირდა აი კაცი. მოვბრუნდი ახლა მეც ხალხისკენ და რას ვხედავ, ქალებს ხომ და კაცებსაც წოუკრავთ თავსაფრები და ამოუნასკვიათ ყრონტში. აი აბდლები ვერ ხთებოდენ რეიზა იცინოდა მამაო. მეც წარმოვიდგინე ეს სურათი და გულისწასვლამდე ვიცინე მათ ოჯახში.”

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები