სტივენ ჰოკინგმა კაცობრიობის გაქრობის ზუსტი დრო დაასახელა
სტივენ  ჰოკინგმა  კაცობრიობის  გაქრობის  ზუსტი  დრო  დაასახელა
სტივენ ჰოკინგის თქმით, 100 წლის შემდეგ კაცობრიობას აუტანელი სიცხის გამო სიკვდილი ელის, რომელსაც გლობალური დათბობა გამოიწვევს.

მის შესახებ ბრიტანელმა მეცნიერმა დოკუმენტური სერიალის "საყვარელი ადგილების" მეორე ეპიზოდში განაცხადა.

...
ჰოკინგის თქმით, თუ კლიმატის ცვლილება გაგრძელდება, ატმოსფერო ისე გაცხელდება, რომ ის ვენერას დაემსგავსება. ამ პლანეტის ზედაპირზე ტემპერატურა 467 გრადუსს აღწევს.


როგორც მეცნიერი მიიჩნევს, 100 წლის შემდეგ ჩვენს პლანეტაზე პირობები გაუარესდება, კაცობრიობას კი სხვა სახლის ძებნა მოუწევს. "თუ თქვენ შეხვდებით ადამიანს, რომელიც გლობალურ დათბობას უარყოფს, ურჩიეთ ვენერაზე გაემგზავროს. ფულს მე გადავიხდი"- იხუმრა მეცნიერმა.


გასულ წელს ჰოკინგი ამბობდა, რომ კაცობრიობა 2600 წლისთვის გაქრება.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები