ახლა მე ქმარი ვარ – რიკი მარტინი ჯვან იოსეფზე დაქორწინდა (5 ფოტო)
ახლა მე ქმარი ვარ – რიკი მარტინი ჯვან იოსეფზე დაქორწინდა (5  ფოტო)
რიკი მარტინი დაქორწინდა. გამოცემა Е!-ს ჟურნალისტებთან საუბრისას, მომღერალმა აღიარა, რომ შეყვარებულ ჯვან იოსეფთან ურთიერთობა უკვე დაარეგისტრირა.

„ახლა მე ქმარი ვარ. რამდენიმე თვის შემდეგ ჩვენ გრანდიოზულ წვეულებას გავმართავთ. ამის შესახებ აუცილებლად გაცნობებთ. ჩვენ ერთმანეთს უკვე შევფიცეთ და ყველა საჭირო დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, მათ შორის ქორწინების ხელშეკრულებასაც“, – განაცხადა რიკი მარტინმა.

...2

რიკი მარტინი და ჯვან იოსეფი ერთმანეთს უკვე ორ წელზე მეტია ხვდებიან.

წყვილის ურთიერთობა საკმაოდ სწრაფად განვითარდა და რამდენიმე ხნის შემდეგ მამაკაცებმა ერთად ცხოვრება დაიწყეს.

3

2016 წლის შემოდგომაზე წყვილმა ნიშნობის შესახებ განაცხადა. მანამდე რიკი ამბობდა, რომ მას თავიდან ჯერ ჯვანის სამუშაო შეუყვარდა, შემდეგ კი თავად მამაკაცი.

ჯვან იოსეფი სირიულ-სომხური წარმოშობის შვედი მხატვარია. ის სირიის ქალაქ რაელ-ელ-აინში დაიბადა, მამამისი ქურთია, დედა – სომეხი. ის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სირიიდან შვედეთში გადავიდა.

4

რიკი მარტინს ორი ვაჟი ჰყავს – რვა წლის ტყუპები – ვალენტინო და მათეო. ბავშვები მას სუროგატმა დედამ გაუჩინა.

5


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები