"არსებობენ ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში მოსიარულე ხალხს, განურჩევლად ყველას..."
"არსებობენ ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში მოსიარულე ხალხს, განურჩევლად ყველას..."
"არსებობენ ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში მოსიარულე ხალხს, განურჩევლად ყველას, უწოდებენ ბნელებს, ბრბოს, ფანატიკოსებს. თავიანთ თავებს მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე, თანამედროვედ, "ჩარჩოებს გარეთ" მოაზროვნეებად მიიჩნევენ. მარტო მართლმადიდებლობაზე თავდასხმით, რაც უკვე მოდად ჩამოყალიბდა და სნობიზმის ძალით ეწევა ბევრი, არ შემოიფარგლებიან ისინი და გვხვდებიან ტოლერანტობის, სიყვარულის, პატიოსნების, ერთგულების და ყველანაირი ადამიანური სიკეთის სადარაჯოზე.

ესეთი ადამიანები ან თავიანთ თავთან მოდიან წინააღმდეგობაში, ან ძალიან ბევრი პარადოქსის სჯერათ და თავს სასაცილოდ იგდებენ.

...1. გამოდიან რასობრივი, რელიგიური, სექსუალური ოროენტაციით და სხვა ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ და ამავდროულად თვითონ ყოველდღიურ რეჟიმში ეწევიან მართლმადიდებელთა დისკრიმინაციას ლანძღვით, დაცინვით, ქილიკით, პოსტებით, სურათებით...

2. გვესმის მათგან თუ როგორ სძულთ ბულინგი სკოლაში, სამსახურში, ქვეყანაში და ამავდროულად თუ განსხვავებულად მოაზროვნე , განსხვავებულ(ძირითადად რელიგიური ნიშნით) ადამიანს გამოიჭერენ იქ სადაც უმრავლესობაში არიან, სამსახური იქნება ეს , თუ სადმე შეკრების ადგილი, ასწორებენ მიწასთან და თუ ეს ადამიანი მეტყველების უნარით ან ნაკითხობის დონით ჩამორჩება უმალ ხდება საშინელი ბულინგის მსხვერპლი სწორედ მათგან.

3. გმობენ ნებისმიერი ნიშნით ადამიანთა კლასიფიცირებას და ამავდროულად
გვევლინებიან ღამის კლუბების მფლობელებად, მენეჯერებად, Face-ად, სადაც არ უშვებენ ადამიანს თუ ნორმალურად (არაგანსხვავებულად) აცვია , პატიოსნად გამოიყურება, არასუვენირულად უკეთია ჯვარი, ვაჟკაცურად გამოიყურება, არ არის "გასული".

4. მშობლებს, ეკლესიას, ძმაკაცებს ადანაშაულებენ ფსიქილოგიურ ზეწოლაში, როდესაც ისინი სხვებს მოუწოდებენ შექმნან ოჯახი, არ მიიღონ ნარკოტიკები, იცხოვრონ პატოსნად - ეს მათი უფლებების შელახვაა. თავად კი შეუძლიათ უთხრან სხვებს რომ ლზდ, ექსტაზი, ემდ ძაან მაგარი რამეა და გოიმი ხარ , რომ არ სვამ და როგორ შეიძლება ამ ასაკში დალეული არ გქონდეს, არაფერს არ გიზავს, არაა საშიში, უვნებელია, გაგისწორებს, არაფერიაა მიდიი, მიდიიიიი , დალიეე!!!!

5. უწოდებენ თავს თავისუფალ ადამიანებს , ისინი ამაყობენ რომ თავისუფლები არიან რელიგიისგან, ოჯახური ვალდებულებებისგან, დედისგან, მამისგან და ამავდროულად არიან მონები ნარკოტიკის, აღვირახსნილი ცხოვრების, ფულის, ფუფუნების საგნების. მონები - ამ სიტყვის სრული გაგებით.

ჩემი აზრით სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს ამ ხალხის ასეთ უაზრო დამოკიდებულებას. პირველი ის, რომ სურთ გაამართლონ საკუთარი უკუღმართობები და ეს უკუღმართობები დანერგონ ცხოვრების წესად, მეორე ის რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა და მესამე ის რომ არიან ყალბები, ნიღაბს ამოფარებული თვითმარქვიები, ფარისევლები, ერთს იძახიან და მეორეს აკეთებენ. ჩემ თვალში კი სასაცილოები და ჩემდა სამწუხაროდ ზოგჯერ ამაზრზენებიც არიან"

გიორგი ორბელაძე


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
dainteresdit_ge
მთვლელები