აიფონ 10 მომხმარებლებს თმასა და წვერს აგლეჯს
აიფონ 10  მომხმარებლებს თმასა და წვერს აგლეჯს
iPhone X-ი გაყიდვაში 3 ნოემბერს გამოვიდა, მას უამრავი ახალი ფუნქცია აქვს, თუმცა ყველაზე მეტად მომხმარებლის აღფრთოვანება სახის ამომცნობის ფუნქციამ გამოიწვია, თუმცა ყველაფრის მიუხედავად 2017 წლის დასასრული Apple-ისთვის არც ისე სახარბიელო იყო.

დეკემბერში Apple-მა აღიარა, რომ iPhone-ის ძველი მოდელების მუშაობას ხელოვნურად აფერხებდა, რისთვისაც ბოდიში მოიხადა.

...დეკემბრის ბოლოს iPhone X-ის ხარვეზების გამო Apple-ის აქციები გაუფასურდა. 10 ნოემბერს Apple-მა აღიარა, რომ iPhone X-ის ეკრანს გარკვეული პრობლემები აქვს.

ბევრ ხარვეზთან ერთად iPhone X-ის მომხმარებლები სოციალურ ქსელებში ჩივიან (twitter, reddit), რომ სმარტფონი მათ თმასა და წვერს აგლეჯს.

მათი თქმით, ულვაში და თმები ტელეფონის კორპუსში ჰყვებათ და ეწიწკნებათ.

რამდენად სიმართლეა არ ვიცით, თუმცა ფაქტია, რომ სოციალურ ქსელებში ამის შესახებ ბევრი იწერება და თქვენ გაგლიჯავთ წვერს თქვენი iPhone X-ი ?



FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები