როგორ განვასხვაოთ ნამდვილი ტყავი ხელოვნურისგან ერთი შეხედვით
როგორ  განვასხვაოთ  ნამდვილი  ტყავი  ხელოვნურისგან  ერთი  შეხედვით
ყალბი ნივთების პრობლემა დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასდროს. აყალბებენ ყველაფერს: ოქროს, ბეწვს, ტყავს და უამრავ სხვა რამეს. მაგრამ ტყავისა და ტყავის შემცვლელის ერთმანეთისაგან გარჩევა არც ისე რთულია. უბრალოდ უნდა იცოდეთ რამდენიმე წესი და ყურადღებით დააკვირდეთ პროდუქტს, რომელსაც ყიდულობთ.



...უყნოსეთ
უყნოსეთ ნივთს. თუ ის ტყავისაა, მას სპეციფიური სუნი ექნება, იმ დროს, როცა ყალბ ტყავს სუნი არ აქვს. თუმცა გახსოვდეთ, რომ ბოლო დროს შემცვლელებს გარკვეული რაოდენობის ტყავსაც უმატებენ. ამ შემთხვევაში მას აქვს სუნი, მაგრამ არა
ისეთი ძლიერი, როგორიც ნამდვილს.


დააწვეთეთ წყლის წვეთი
თუ ნივთმა ის შეიწოვა, ე.ი. ტყავია. ყალბ მასალაში წყალი ცუდად იწოვება.


დაიკავეთ ხელში
და ცოტა ხანს ხელში გეჭიროთ. ნამდვილი ტყავი თბება და ინარჩუნებს სითბოს. მისი შემცვლელი კი ცივი რჩება, რაც არ უნდა დიდ ხანს გეჭიროთ ხელში.


შეხედეთ ნაკერებს.

თუ თქვენ ვერ დაინახეთ უცნაურად გამოშვერილი ძაფი შიდა მხარეს, ე.ი. ხელში ნამდვილი ტყავი გიჭირავთ.


აანთეთ ასანთი

აანთეთ ასანთი და მიიტანეთ ნივთთან. ნამდვილი ტყავი არ დნება, უბრალოდ უჩნდება უსაიამოვნო სუნი. ტყავის შემცვლელი კი მაშინვე იწყებს დნობას. ეს უტყუარი ხერხია ტყავის შესამოწმებლად, მაგრამ მაღაზიაში ამ მეთოდის გამოცდა შუეძლებელი იქნება.


შეიძინეთ ნორმალურ მაღაზიაში
ტყავის ნივთი ისეთ მაღაზიაში უნდა შეიძინოთ, რომელიც ნორმალური რეპუტაციით სარგებლობს. უკეთესია ცოტა ძვირი გადაიხადოთ, მაგრამ იყოს ნამდვილად ხარისხიანი ნივთი.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები