თუ გეღვიძებათ ღამის 3 სთ-დან დილის 5 სთ-მდე – მაღალ ძალებს სურთ თქვენთან დაკავშირება
თუ გეღვიძებათ ღამის 3 სთ-დან დილის 5 სთ-მდე – მაღალ ძალებს სურთ თქვენთან დაკავშირება
გქონიათ ასეთი შემთხვევა, რომ ყოველ ღამე ერთსა და იმავე დროს გეღვიძებათ უმიზეზოდ? აღმოჩნდა, რომ ამგვარ გაღვიძებებს მივყავართ როგორც ფიზიოლოგიამდე, ასევე მეტად ფაქიზ მატერიებში...

საღამოს 9 სთ-დან 11 სთ-მდე

...დროის ამ მონაკვეთში გაღვიძება გადატანილ სტრესზე მიგვანიშნებს. უფრო სწორად, თქვენ ხშირად ნერვიულობთ. ფსიქოლოგები ასეთ შემთხვევებში ურჩევენ ხშირ რელაქსაციას და თავის განტვირთვას.

საღამოს 11 სთ-დან ღამის 1 სთ-მდე

თუ იღვიძებთ დროის მოცემულ მონაკვეთში, სავარაუდოდ თქვენ ძლიერ ემოციურ იმედგაცრუებას განიცდით. ეს არის ნაღვლის ბუშტის აქტიურობის დრო. ამიტომ, ფიზიოლოგიის თვალსაზრისით პრობლემები შეიძლება გქონდეთ მასზე. თქვენ დაგეხმარებათ ცხოვრების პოზიტიური და
ოპტიმისტური დამოკიდებულება.

1 სთ-დან ღამის 3 სთ-მდე

ჩახშული, დათრგუნული რისხვა - აი რას ნიშნავს ამ დროს გაღვიძება. 1-დან 3 -მდე მოქმედებაში მოდის თირკმელთან დაკავშირებული ენერგეტიკული მერიდიანი. ჩინური ნატურფილოსოფია ამ ემოციას გადაჭარბებული „იან“-ის ენერგიით ასაბუთებს.

ღამის 3 სთ-დან დილის 5 სთ-მდე

დროის ეს მონაკვეთი ასოცირდება ფილტვებთან და სევდიან გრძნობასთან. არსებობს მოსაზრება, რომ თუ თქვენი გაღვიძება 3 -დან 5 სთ-მდე ხდება, თქვენ გონებასთან დაკავშირებას ცდილობენ მაღალი ძალები.

დილის 5 სთ-დან 7 სთ-მდე

მსგავსი ადრეული გაღვიძება ბიოლოგიური საათის მიხედვით ადასტურებს ფსიქოლოგიური ბლოკების არსებობას. თუ ასე ადრე ადგომა არ გჭირდებათ, სინჯეთ მიიღოთ ცხელი შხაპი და გააკეთოთ კუნთების მსუბუქი გაჭიმვა.

მთლიანობაში, ცარიელ ადგილზე არანაირი ცოდნა არ ჩნდება, ამიტომ საკუთარ ბიორიტმებს და ძილის ციკლს ყურადღებით უნდა მოეკიდოთ. სრულფასოვანი ძილი ხომ არა მხოლოდ საფუძველი, ჯანმრთელობის ჭეშმარიტი სიმბოლოცაა.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
24-04-2018
4 ტყუპის დაბადება იშვიათი მოვლენაა. ექიმების თქმით, ასეთი რამ დაახლოებით 700 ათას შემთხვევაში ერთხელ ხდება. რადგან ასეა, გამოდის, ბათუმში, დიმა კოღუაშვილისა და ნონა ვარშანიძის ოჯახი შვიდასიათასს შორის ის ერთი და გამორჩეულია, რომელშიც 4 ტყუპი იზრდება - 2 ბიჭი და 2 გოგო. ბავშვების დედა თავადაც ტყუპისცალია. ტყუპებს - ანდრიას, დიმიტრის, ბარბარესა და მაიას კიდევ უფროსი და - ნინი და უმცროსი ძმა - ალექსანდრე ჰყავთ. ექსვშვილიანი ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ ეს არსებები მისი და მეუღლის ყველაზე დიდი სიმდიდრეა. სადაც კი დავდივართ ამ ბავშვებთან ერთად, ყველგან თბილი, ღიმილიანი და სიკეთით სავსე მზერა დაგვყვება. სრულად უცნობები გვაჩერებენ და გამოგველაპარაკებიან. "თქვენ გაიზარდეთო" - სიყვარულით მოაძახებენ ხოლმე მოხუცები. ესენი ბავშვები კი არა, პოზიტივის მარცვლები არიან.



ნონა ვარშანიძე:

- ბედნიერი ვიყავი, როდესაც გავიგე რომ ტყუპების დედა უნდა გავმხდარიყავი, მაგრამ არ მეგონა, რომ ოთხის ერთდროულად. ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობდა. საკეისრო კვეთით ვიმშობიარე. ბიჭები უფრო დიდი წონისანი დაიბადნენ: ერთი 2,200 კგ, მეორე 2 კგ, გოგონები 1,900 კილოები. სახელები ორს მე შევურჩიე, ორსაც - მეუღლემ. პირველ თვეში ბუნებრივად ვკვებავდი, მერე გადავედი კომბინირებულ კვებაზე. სიძნელეს ის წარმოადგენდა მხოლოდ, რომ ოთხივეს ერთად უნდებოდათ კვებაც, დაძინებაც... ამ ბავშვების ამქვეყნად მოვლენის დღიდან ჩემი და ჩემი მეუღლის ლექსიკონში არ არსებობს: ავად ვარ, არ შემიძლია... ჩვენ ყოველთის კარგად და შემათებით ვართ, რომ ამ ოთხს მივხედოთ, დამატებით მეხუთეს და მეექვსეს.


უფროსი ქალიშვილი უკვე სტუდენტია. ტყუპები 5 წლისანი არიან, ალექსანდრე 3-ის. ეს ნაბოლარა მეხუთე ტყუპისცალს უდრის, იმიტომ რომ ყველაფერში ტყუპებს ბაძავს და არაფრით არ უნდა შეიმჩნიოს მათ შორის არსებული 2 წელი, არც ფიზიკურად და არც საქციელით. გამოსდის თუ ვერ გამოსდის, სჭირდება თუ არ სჭირდება, ყველაფერს იძახის, აკეთებს, ისე როგორც ტყუპები. ალექსანდრეში, ორივე ძმა, დიმა და ანდრიაა გაერთიანებული, ცოტა ეშმაკობაც აქვს, ცოტა სიდინჯეც და ძალიან საყვარელია.   - ვიზუალურად ტყუპები ჰგვანან ერთმანეთს?

- რომ შეხედავ მიხვდები, რომ დედმამიშვილები არიან, მაგრამ ტყუპებივით არ გვანან. მე და ჩემს დას ვერ გვარჩევდნენ ერთმანეთისგან. როგორაა იცით, ქალ-ვაჟი წყვილ-წყვილად ჰგავს ერთმანეთს. ერთ წყვილს ღია ფერის თმები და თვალები აქვს, მეორეს - მუქი. ქერები უფრო დინჯები არიან, შავგვრემანები - სხარტები. ოთხივე ერთად კი თამაშობს, მაგრამ წყვილებად როცა ნაწილდებიან, ანდრია და ბარბარე ყოველთვის ერთ გუნდში არიან, დიმიტრი და მაია - მეორეში. ოთხივეს რომ დავაწვენ დასაძინებლად, დილით იქით ანდრია და ბარბარე მხვდებიან ჩახუტებული, აქეთ - დიმიტრი და მაია. განაგრძეთ  კითხვა
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები