6 საუკეთესო პროდუქტი კიბოს პროფილაქტიკისათვის და მასთან საბრძოლველად
6  საუკეთესო  პროდუქტი  კიბოს  პროფილაქტიკისათვის  და  მასთან  საბრძოლველად
წელიწადში ადამიანი საშუალოდ 1100 კერძს მიირთმევს. სამწუხაროდ მათი უმრავლესობა ნაკლებად სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. ბევრ ცხოველური წარმოშობის საკვებს მივირთმევთ, რაც სიმსივნეს წარმოქმნის და იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
ადამაინები კვების მავნე ჩვევების გამო არ უნდა იღუპებოდნენ, ამიტომ გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რაც სასარგებლოა და ზიანს არ მოგაყენებთ:

1. მწვანილი
...მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული უამრავ სასარგებლო და მკვებავ ნივთიერებას შეიცავს. ეფექტურად იცავს სისხლძარღვებს და ორგანიზმს დიაბეტისგან.

2. ლობიო
ლობიო და სხვა პარკოსნები - მცენარეულ პროდუქტებს შორის ყველაზე სასარგებლოა. შეიცავს უამრავ სასარგებლო ნახშირწყლებს.
გიცავთ დიაბეტისა და ზედმეტი წონისგან, არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას.

რაც მთავარია,
შეიცავს ნივთიერებას, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონეს ადაბლებს.
რაც მეტ ლობიოს მიირთმევთ, ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიები მით უკეთ იგრძნობენ თავს, შესაბამისად ნაკლებია მსხვილი ნაწლავის სიმსივნის რისკი.

3. ხახვი
სიმსივნესთან საბრძოლველად ხახვი და ნიორი საუკეთესო საშუალებებია. სასარგებლოა ასევე იმუნური და გულ-სისხლძარღვთა სისტემებისთვის.

არ გემუქრებათ კუჭის სიმსივნე, ბლოკავს ანგიოგენეზს - სიმსივნური უჯრედების გაცვლის პროცესი.

4. სოკო
თითქმის ყველა სოკო შეიცავს სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერებებს. ზოგიერთი მათგანი იმუნურ სისტემასაც ასტიმულირებს. ზრდის ორგანიზმში ესტროგენის გამოყოფის რაოდენობას.

5. კენკრა
მოცვი, ჟოლო, მარწყვი - ნამდვილი სუპერპროდუქტებია. კენკრა - შაქრის მცირე შემცველობით და სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებული. მდიდარია ანტიოქსიდანტებით. იცავს გულს, ებრძვის კიბოს.

6. მზესუმზირა
მზესუმზირა დიდი რაოდენობით ცხიმსა და მიკროელემენტების მთელ არმიას შეიცავს, რაც ძალიან სასარგებლოა გულისთვის და ეფექტურად ებრძვის სიმსივნეს.
რაც შეეხება ჯანსაღი ცხიმებისა და მინერალების შემცველობას, მზესუმზირა კაკლის იდენტურია: შეიცავს ბევრ ცილას, ომეგა-3 ს და სხვა უამრავ სასარგებლო ნივთიერებას.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები