ქალი კაბას იკრავს თუ იხსნის ?
ქალი კაბას იკრავს თუ იხსნის ?
ტესტში მოცემულია პოლონელი ილუსტრატორის Bartosz Kosowski-ის მიერ შესრულებული ნახატი, რომელმაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თქვენი აზრით, ქალი ელვას იხსნის თუ იკრავს?

თუ ქალი ელვას იკრავს…

...ადამიანებს თქვენი არ ესმით, შეიძლება ეს თქვენი ბრალია… თავიდან განიცდიდით, რომ განსხვავებული ხართ, შემდეგ კი აღმოაჩინეთ, რომ ინდივდუალურობა არაჩვეულებრივია! მეგობრებს არასდროს განიკითხავთ, ამიტომ მათგან „აღსარებებს” ხშირად ისმენთ. სინდისი საშუალებას არ გაძლევთ, რომ ვინმეს საიდუმლო გათქვათ, მაშინაც კი, თუ ამ პიროვნებასთან უთანხმოება მოგივიდათ. არ გჩვევიათ სამაგიეროს გადახდა. ხალხს თქვენს სულთან ძალიან ახლოს არ უშვებთ. ბარიერს აშენებთ, რომელსაც თქვენი
თანხმობის გარეშე ვერავინ გადმოლახავს.თქვენში არსებობს იდუმალი მხარე. საკუთარ თავს კარგად ჯერ კიდევ არ იცნობთ. რეალისტი ხართ, მაგრამ ოცნებების ძალის მაინც გჯერათ. მოგწონთ პ. კოელიოს მიერ შემოთავაზებული იდეა: „როცა რაიმე გულით გწადია, მთელი სამყარო გეხმარება მის ახდენაში.”



თუ ქალი ელვას იხსნის…

კომუნიკაბელური და მხიარული პიროვნება ხართ. შეუძლებელია, ადამიანმა თქვენ გვერდით მოიწყინოს. ადვილად ექცევით ყურადღების ცენტრში. ხშირ შემთხვევაში წვეულებების სული და გული ხდებით. თუ ერთხელ გნახავენ, თითქმის შეუძლებელია თქვენი დავიწყება. ზოგჯერ ექსტრავაგანტულად იქცევით. თავისუფალი, ლაღი, ცნობისმოყვარე, ჯიუტი – ეს სიტყვები საუკეთესოდ გახასიათებთ. რთულია თქვენზე ზეგავლენის მოხდენა, არ აღიარებთ საზოგადოებრივ ჩარჩოებს. თქვენი ამბიციურობა, ერთი მხრივ, აღფრთოვანებას იწვევს, მეორე მხრივ, შეიძლება რეალობის შერძნება დაგაკარგვინოთ.

რომანტიკული ხართ, მაგრამ ამ ნიუანსს ხშირად არ ავლენთ.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
dainteresdit_ge
მთვლელები