"ჩემ შვილს თურმე ვესირცხვილები" - დამლაგებელი დედის გულისტკივილი
"ჩემ შვილს თურმე ვესირცხვილები" - დამლაგებელი დედის გულისტკივილი
mshoblebi.ge- ს არაერთი მკითხველი წერს საკუთარი პრობლემების შესახებ, რომლის შესახებაც სურთ, რომ საზოგადოებასაც გააგებინონ. ამჯერად შვილისგან გულნატკენმა ქალბატონმა მოგვწერა წერილი.

"ჩემი შვილისთვის შეყვარებულობანა არ დამიშლია, რადგან მე თვითონ მწარე გამოცდილება მქონდა. სკოლის ასაკიდანვე ჩამჩიჩინებდნენ, რომ ბიჭიებისთვის ყურადღება არ უნდა მიმექცია და მხოლოდ სწავლისთვის დამეთმო დრო. საბოოლოოდ, სასიყვარულო ურთიერთობებში გამოუცდელმა გოგომ წუმპეში ამოვყავი თავი. დიდხანს ვერ გავერკვიე, ვის გავყევი და რატომ გავყევი. ამ ამბის არც გახსენება მინდა და არც მოყოლა. სიმწრით გავზარდე შვილი, ბავშვისთვის გადანახულ ფულს ხან სად ვმალავდი,
ხან სად, ქმარს რომ არ მოეპარა...
ასეთი დღეები გამოვიარე, ახლა კი ჩემ შვილს თურმე ვესირცხვილები.
...
სადარბაზოებს ვალაგებ, კერძო სახლებშიც მივდივარ, როცა ვინმე დამირეკავს, შრომა არ მეთაკილება. იმის გამო, რომ ჩემი შვილი სტუდენტი გახდეს და კარგი მომავალი ჰქონდეს, თავი გადადებული მაქვს. ვცდილობ, კარგ ადამიანად აღვზარდო, ამას წინათ მითხრა, შეყვარებული მყავსო. ვუთხარი, ზომიერების ფარგლებში მოქცეულიყო და თავი ისე დაეჭირა, ზედმეტი არავის არაფერი ეკადრებინა მისთვის. ძალიან მაინტერესებდა იმ ბიჭის ნახვა, მაგრამ მიმალავდა, არ უყვარს ფოტოების გადაღებაო... ერთხელაც წვიამიან დღეს, სადარბაზოს კიბეებს ვწმენდდი, ღამდებოდა, გავიგონე სიცილ-კისიკისით რომ შემოვიდა ორი ახალგაზრდა. ბიჭი ეუბნებოდა გოგოს, ხელი ჩაწიე, ასე უკეთ გაკოცებო, ხმაზე ჩემი შვილი ვიცანი და აჩქარებით კიბეებზე ჩამოვირბინე, ბიჭს მხარზე ხელი ვკარი და მოვაშორე... დაიღრიალა, თქვენ ვინ გეკითხებათო, დედა ვარ- მეთქი, ჩემმა გოგომ ისეთი სახე მიიღო, თითქოს პირველად მნახა...  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები