ქალი, რომელიც 3 გემის («ოლიმპიკი», «ტიტანიკი» და «ბრიტანიკი») კატასტროფას გადაურჩა
ქალი, რომელიც 3 გემის («ოლიმპიკი», «ტიტანიკი» და «ბრიტანიკი») კატასტროფას გადაურჩა
შესაძლებელია, ამ ქალის სახელი ისტორიას არ შემორჩენოდა, რომ არა საშიშ კატასტროფებში გადარჩენის მისი ფენომენალური ნიჭი. უბედურება მას ბავშვობიდან სულ თან დაჰყვებოდა, მაგრამ ის ყოველთვის პოულობდა გამოსავალს რთული სიტუაციებიდან.
ისე მოხდა, რომ ვაიოლეტ კონსტანც ჯესოპი ყველაზე ცნობილ ოკეანურ ლაინერებზე – «ოლიმპიკზე», «ტიტანიკზე»
და «ბრიტანიკზე» მუშაობდა. ყველა გემი ჩაიძირა, მაგრამ ვაიოლეტი ცოცხალი დარჩა.


...ექიმებმა ვაიოლეტის ადრეული სიკვდილი ბავშვობაში უწინასწარმეტყველეს. ის ტუბერკულიოზით იყო დაავადებული, რომლითაც იმ დროს, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. მაგრამ გოგონა არა მარტო გადარჩა, არამედ სრულიად განიკურნა ამ საშინელი სენისგან. სკოლის დამთავრება ვერ შეძლო. მამის გარდაცვალების და დედის ავადმყოფობის გამო, ის იძულებული იყო ემუშავა.
მან იგივე პროფესია აირჩია, რაც დედას ჰქონდა – ბორტგამცილებლად მოეწყო «White Star Line» კომპანიის გემზე, რომელიც ტრანსატლანტიკურ რეისებს ასრულებდა.


1910 წელს, 23 წლის ვაიოლეტი უდიდეს ლაინერზე, «ოლიმპიკზე» აღმოჩნდა – კომპანია «White Star Line»-ის ამ კლასის სამი ლაინერიდან ერთ-ერთზე. ერთი წლის შემდეგ, უზარმაზარი «ოლიმპიკი», წარუმატებელი მანევრირების გამო, კრეისერ «ჰოუკს» შეეჯახა. შედეგად, 14 მეტრიანი ხვრელი გაჩნდა «ოლიმპიკის» კორპუსზე, რომელიც წყლის ხაზის ზემოთ იყო და კატასტროფა მსხვრელპის გარეშე დასრულდა.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები