"ფრაზები, რომლებსაც სიკვდილის წინ ყველაზე ხშირად ამბობენ."
"ფრაზები, რომლებსაც სიკვდილის წინ ყველაზე ხშირად ამბობენ."
— პალიატური მკურნალობის დარგში ვმუშაობდი. ჩემს პაციენტებთან ერთად ცხოვრების ბოლო 2-3 თვეს ვატარებდი. როდესაც მათ ვეკითხებოდი თუ რას ნანობდნენ და რის შეცვლას ისურვებდნენ ყველაზე მეტად, მათი პასუხები ასეთი იყო:

● ნეტავი მქონოდა იმის გამბედაობა, რომ ისე კი არ მეცხოვრა, როგორც სხვები მოელოდნენ ჩემგან, არამედ ისე, როგორც მე მსურდა.

...— მათში ეს ყველაზე გავრცელებული ფრაზა იყო. გარდაიცვალნენ იმის ცოდნით, რომ მათი სურვილების ასრულება დამოკიდებული იყო იმ არჩევანზე, რომელიც მათ გააკეთეს ან არ გააკეთეს.

● ნეტავი ასე მძიმედ არ მემუშავა!

— ამას თითქმის ყველა მომაკვდავი ამბობდა,
რომელსაც მე ვუვლიდი. ცხოვრების გამარტივება და გონივრული არჩევნის გაკეთება გვიჩვენებს, რომ ბევრად ნაკლები გვჭირდება, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ.

● ნეტავი მქონოდა იმის გამბედაობა, რომ ჩემი გრძნობები გამომეხატა.

— ბევრი ადამიანი გულში ინახავდა თავის გრძნობებს, შედეგად, ბევრის ცხოვრება იყო უღიმღამო და ისინი არასოდეს გამხდარან ის ადამიანები, ვინც შეეძლოთ ყოფილიყვნენ.

● ნეტავი ჩემს მეგობრებთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონოდა.

— ძალიან ბევრი მძიმედ წუხდა იმის გამო, რომ მეგობრობას არ დაუთმეს იმდენი დრო და ძალისხმევა, რამდენსაც ის იმსახურებდა, სიცოცხლის ბოლო კვირას კი ადამიანს მხოლოდ სიყვარული და ურთიერთობა რჩება.

● ნეტავი საკუთარი თავისთვის ბედნიერების უფლება მიმეცა.

— ბევრი ადამიანი ბოლომდე ვერ ხვდება, რომ ბედნიერება ეს არჩევანია. როდესაც სასიკვდილო სარეცელზე წევხარ, აღარ განაღვლებს სხვების აზრი.

"ცხოვრება ეს არჩევანია. ეს შენი ცხოვრებაა. ამიტომაც, აირჩიე გონივრულად. აირჩიე ბრძნულად. აირჩიე მართებულად. აირჩიე ბედნიერება, რომელსაც შენ იმსახურებ."

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები