რას ნიშნავს შენი სახელი? - საქართველოში გავრცელებული ქალის სახელების განმარტება
რას ნიშნავს შენი სახელი? - საქართველოში გავრცელებული ქალის სახელების განმარტება
მოსწონს თუ არა, ნებისმიერ ადამიანს თავისი სახელი აქვს - დაბადებიდან ასე დაარქვეს და საკუთარ სახელს ისიც იფერებს, იხდენს, ეგეუება. ზოგჯერ სახელის კნინობით ფორმას ირჩევს, ან ურჩევენ და იმ ფორმით მიმართავენ. როგორც უნდა იყოს, ალბათ თითოეულს აინტერესებს მისი სახელისა თუ გვარის ისტორია, წარმომავლობა. გვარებზე პერიოდულად ვაწვდით ჩვენს მკითხველს ინფორმაციას.

ამჟამად ქალების სახელებზე შევჩერდებით და საქართველოში გავრცელებულ ზოგიერთ ცნობილ სახელს გაგაცნობთ, რომელთა წარმომავლობის ისტორია პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის ცნობილ წიგნში "რა გქვია შენ?" არის მოცემული.

...ანა - (ძველი ებრაული სახელი) სასურველი, სანდომიანი, საამო, რომელიც ღვთისმშობელ მარიამის დედა ერქვა. ეს სახელი ერქვა ასევე წინასწარმეტყველს და რამდენიმე მოწამეს. სახარებასა და სხვა უძველეს ტექსტებში გვხვდება ორგვარი დაწერილობით (ანა||ანნა): "იყო ანა (მუნ ანნა ჩ) წინასწარმეტყუელი, ასული ფანუველისი" (ლუკა 2, 36). მოფერებითი ფორმებია: ანო, ანუკა, ანიკო, ანი.

ანასტასია - (ბერძნული) "მკვდრეთით აღმდგარი," "სიცოცხლეს დაბრუნებული". იგივე ფუძე გვხვდება ვაჟის სახელადაც (მათ შორის, არიან მოწამენიც). ბერძნულში ერთი ფუძიდან ნაწარმოები ქალისა და ვაჟის სახელები ფორმით განსხვავებულია: ანასტას და ანასტასია, ათანასე და ათანასია, ალექსანდრე და ალექსანდრა, ევგენი და ევგენია... სხვა ენებში ეს განსხვავება ზოგან შენარჩუნებულია, ზოგან - არა. ქართულში ანასტასია მხოლოდ ქალის სახელად გვხვდება, ვაჟის სახელი ანასტასი კი თარგმნილია (ესაა აღდგომელა, რომელიც დღეს სახელად აღარ გვხვდება, მაგრამ შემონახულია აღდგომელაშვილის გვარში). ანასტასიას შემოკლებული ფორმებია: ტასო, ტასიკო, ნასტა, ნასტია.

ბაია -
ქართული მინდვრის ყვავილის სახელია, რომელიც ქალის სახელად იქცა (შეადარეთ: ია, ვარდო, ენძელა...). ბაია გვხვდება ვაჟის სახელადაც, საიდანაც მიღებულია გვარი ბაიაშვილი (ისტორიული დოკუმენტებში დასტურდება XIII ს-დან), მაგრამ ეს ვაჟის სახელი სულ სხვა წარმოშობის უნდა იყოს.

ასინეთ - ძველი ებრაული სახელია, მომდინარე კოპტურიდან. ზუსტი ეტიმოლოგია არ მოეპოვება. განმარტავენ როგორც "ნეითისა" ("ნეითისადმი შეწირული" ან "ნეითის მსახური". ნეითი და ნეითა ეგვიპტელთა
სიბრძის ღვთაების სახელწოდებაა).

ასმათ - (არაბული) "უმწიკვლო", "უმანკო," "პატიოსანს" ნიშნავს. არაბულში იხმარება ქალის დასახასიათებლად, საპატიო ეპითეტად. საკუთარ სახელად პირველად " ვეფხისტყაოსანში" გვხვდება და მისი მეშვეობით ფართოდ გავრცელდა.

ბაბალე - (ბერძნული) "უცხოელი," "არაბერძენი". ბერძნულსა და ზოგ სხვა ენაში გვხვდება როგორც ქალის, ისე ვაჟის სახელად. ამ სახელით ცნობილია რამდენიმე წმინდანი. მრავალ ენაში ეს სიტყვა ნასესხებია საზოგადო სახელის მნიშველობითაც ("ბარბაროსი," რუსული варвар). ქართულში ქალის სახელად ბერძნულიდან ნასესხები პირველადი ფორმაა ბარბარე, მისი დისიმილაციით მიღებულია ბარბალე, რ-ს დაკარგვით - ბაბალე, შემოკლებით - ბაბი. გვხვდება აგრეთვე ნაირფეროვანი საალერსო ფორმები: ბაბე, ბაბული, ბაბულია, ბაბუცი, ბაბუცა. ამავე სახელის რუსული გზით შემოსული ფორმებია: ვარვარა, ვარა, ვარიჩკა. ზოგი მკვლევარის აზრით, ეს სახელი უკავშირდება არა ბერძნულს, არმედ შუმერული ქალღმერთის სახელს.

ბაბილინა - (ლათინური) "ბაბილოსი". ვაჟის სახელს ბაბილოს, რომელიც წარმოშობით სირიულია და "აჯანყებულს" ნიშნავს, დართული აქვს ლათინური სუფიქსი ინ(ა) და ქცეულია ქალის სახელად (შეადარეთ აგრაფინა, ანგელინა). საალერსო ფორმებია: ბაბი, ბაბილა.

არიადნა - (ბერძნული) "ძლიერ მოსაწონი". ანტიკურ მითოლოგიაში ეს სახელი ჰქვია მეფე მინოსის ასულს, რომელასც შეუყვარდა ეგეოსის შვილი - გმირი თეზევსი და დაეხმარა, დაემარცხებინა კაციჭამია ურჩხული მინოტავრი და მშვიდობიანად დაეღწია თავი ლაბირინთისათვის, სადაც ურჩხული იმყოფებოდა.

დარეჯან - არის სახელის ნესტან-დარეჯანის ნაწილი. მისი მოფერებითი ფორმებია დარია, დარო, დარიკო. დარეჯან-ისაგან ნაწარმოებია გვარი დარჯანია. დარია დამოუკიდებელი სახელიც არის, ნიშნავს "მფლობელს".

დოდო - (ქართული) მოფერებით: დოდონა, დოდიკა, დოდიკო. წარმოადგენს გოგო-ს სახეცვლილ ფორმას, ისე, როგორც ჩვილი ბავშვები გამოთქვამენ. დოდო გვხვდება აგრეთვე კაცის სახელად, რომელიც სულ სხვა წარმოშობისაა (ბიბლიური სახელია და "ღვთის მეგობარს" ნიშნავს).  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
dainteresdit_ge
მთვლელები