"საუკეთესო მეგობარმა შეყვარებული წამართვა... ახლა მე ქმარს ვართმევ..."
"საუკეთესო მეგობარმა შეყვარებული წამართვა... ახლა მე ქმარს ვართმევ..."
"ხშირად ვკითხულობ აქ თქვენი მკითხველების მიერ მონათხრობ ამბებს და მეც გამიჩნდა ჩემი ამბის გაზიარების სურვილი. არ გამკიცხოთ, თუ სურვილი გაგიჩნდებათ, მირჩიეთ რამე ან გამამხნევეთ და მითხარით, რომ თქვენც ყოფილხართ ჩემს დღეში...

მე და ლიკა ბავშვობის მეგობრები ვიყავით. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და გამუდმებით ერთად ვიყავით. ბევრს უკვირდა, ჩვენ გარშემო - რადგან მე საკმაოდ უბრალო ოჯახიდან გახლავართ, ლიკა კი საკმაოზე მეტად მდიდარ ოჯახში იზრდებოდა და პრაქტიკულად, ყოველთვის ყველაფერი ჰქონდა და ყველა სურვილი უსრულდებოდა.

...ვფიქრობ, ჩემთან ბევრ საერთოს ნახულობდა, ახლანდელი გადმოსახედიდან, მიყენებდა კიდეც
ბევრ რამეში და თავის სათამაშოსავითაც კი ვყავდი ხანდახან. მე კი ალბათ, გულახდილად რომ ვთქვა, გარდა იმისა, რომ მართლა მიყვარდა, მის საოცარ, მდიდრულ გარემოში ყოფნაც მხიბლავდა.

სწავლის დამთავრების შემდეგ ორივემ ჩავაბარეთ - მე საქართველოს უნივერსიტეტში, ლიკამ - უცხოეთში. არდადეგებზე ჩამოვიდა და დიდი ხნის უნახავები შევხვდით ერთმანეთს. სწორედ იმ დღეს, კაფეში გავიცანით ლაშა. მაშინ ლიკას მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, სულ სხვა ბიჭებს უყურებდა - შეატყო, რომ ლაშაც ჩვეულებრივი წრიდან იყო და ასეთი, უბრალო ბიჭები არ
ხიბლავდა. სამაგიეროდ, მე მომეწონა ძალიან, მანაც მაგრძნობინა, რომ მოვეწონე და იმ დღის მერე შეხვედრები დავიწყეთ.

ალბათ, ერთი თვე ვხვდებოდით ერთმანეთს. უკვე ნამდვილი შეყვარებულები გვერქვა. ლიკაც თბილისში იყო და ხანდახან ბრაზობდა კიდეც, რომ მე ლაშას მეტ დროს ვუთმობდი. თუმცა როცა ლიკას ვუყვებოდი, რა საოცარი ბიჭი იყო, როგორი ყურადღებიანი და როგორ გამოხატავდა სიყვარულს, ლიკაც მეთანხმებოდა, რომ კარგი არჩევანი გავაკეთე...

მალე მოვიდა ლიკას უცხოეთში გამგზავრების დრო და გადავწყვიტეთ, გაგვეცილებინა. ლაშამ შემომთავაზა, ჩემი მანქანით წავიყვანოთო - ძველებური, ჩვეულებრივი მანქანა ჰყავდა და კი ვიცოდი, ლიკა არ აღფრთოვანდებოდა იმ მანქანით მგზავრობას რომ შევთავაზებდი, მაგრამ მაინც ვუთხარი. რატომღაც დამთანხმდა...

მერე ცხოვრებამ ნამდვილი სიურპრიზი მოაწყო: მოულოდნელად მამაჩემი გახდა ცუდად და საავამდყოფოში გავხდი წასასვლელი, ლიკა უკვე ჩემოდნებით იდგა ლაშას მანქანასთან და ვეღარ შევთავაზე ჩემს შეყვარებულს, რომ მე წამომყოლოდა... ასე გავიქეცი მე საავადმყოფოში, ლაშა და ლიკა კი - აეროპორტში, სადაც მის რეისამდე კიდევ 2 საათი უნდა გაეტარებინათ...

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
dainteresdit_ge
მთვლელები