"არ არსებობს შობა, ეს ამბავი რომ არ გამახსენდეს - დედამ დამირეკა, მატარებელს დახვდიო"
"არ არსებობს შობა, ეს ამბავი რომ არ გამახსენდეს - დედამ დამირეკა, მატარებელს დახვდიო"
ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შობის შესახებ საინტერესო ისტორიას იხსენებს.

“ეს ისეთი ამბავია, ყოველწელს გავიხსენებ!
არ არსებობს შობა, ეს ამბავი რომ არ გამახსენდეს. გურული საშობაო ღვეზელი ახლაა პოპულარული, თორემ ადრე მხოლოდ გურულები აცხობდნენ საგანგებოდ ამ დღისთვის. ხოდაა, სტუდენტი ვარ, დედაჩემმა დამირეკა, მატარებელს დახვდი, ღვეზლებს გიგზავნიო. დილაუთენია სადგურში ვიყავი, სამორიგეოში მითხრეს, მატარებელი 2 საათს აგვიანებსო. დაველოდე, 10 საათზე გამოაცხადეს - ორამდე არ ჩამოვაო, ორზე სადგურში მოსულს მითხრეს საღამოს ცხრამდე არ დაელოდოთო.
...

სადგურში ცხრისთვის მივედი, მაგრამ მატარებელმა თერთმეტზე მოაყვირა სადგურს და ბაქანზე, როგორც კი სიჩქარე
შეანელა,” ჩემს” ვაგონს ავედევნე, გამცილებელი ქალი ღია კარებში იდგა, მივდევ და ვეკითხები, ჩანთა გამოგატანეს, ქობულეთიდან, ჩანთა. ამასობაში მატარებელმა ერთ ცცცცცცცცცცცცცცცც დაიძახა და გაჩერდა. მგზავრები რიგ-რიგობით ჩამოდიან, რაღაც უცნაურად კი მათვალიერებენ, მე გაყინული და ლოდინისგან გულგაწვრილებული ვცდილობ, ჩემი ღვეზლები მალე ჩავიბარო და სახლში წავეთრიო. ვაგონი დაიცალა და გამცილებელი ქალი ბაქანზე გადმოდგა, ხელები მაღლა აღაპყრო და დაიწყო – გაიხაროს მაგის გამომცხობმა, გამომგზავნმა, შენ მოგეწიოს ყველა სიკეთე და გაძლიერდი:


“ჩემი გოგო, რა იყო თუ იცი, მატარებელი პერევალზე გაფუჭდა, ელმვალს რაცხა ელექტროობა გეეეეეთიშაა 14 საათი საცხა ტყეში ვიდექით, ამ ჩანთიდან კიდომ, იმფერი სუნი ამოდიოდა, მკტარს გააცოცხლებდა და მე ცოცხლებს ხომ არ დავხოცავდი, მთელი ვაგონი ააა, შენს ღვეზლებს ჭამდაო, მარა რაც შენ გლოცეს, ერთი არ აგცდესო…"


რა მექნა? წამოვედი სახლში და წამოვათრიე ცარიელი ჩანთა და ნაღვეზლარი ფითქინა ტილოები. …ეე, მას მერე საშობაო ღვეძლებს თვითონ ვაცხობ, მაგრამ როგორც კი ცომის მომზადებს ვიწყებ, ის “პრავადნიცა” მახსენდება!!!

გილოცავთ ქრისტეშობას!”-წერს ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
dainteresdit_ge
მთვლელები