5 მარტივი ხერხი იმის მისახვედრად გვატყუებს თუ არა ადამიანი
5  მარტივი  ხერხი  იმის  მისახვედრად  გვატყუებს  თუ  არა  ადამიანი
ადამიანები ხშირად იტყუებიან, მაგრამ ზოგიერთი ამ საკითხში იმდენად ნიჭიერია, რომ მისი "გამოჭერა" ხშირად შეუძლებელია. გთავაზობთ 5 ხერხს, რომლის საშუალებითაც მიხვდებით, გატყუებენ თუ არა.

1. თუ ადამიანი თვალს გაცილებთ, ან დაჟინებით გაშტერდებათ, თქვენს მოტყუებას ცდილობს.

...2. მატყუარები, როგორც წესი, მოუსვენრად იქცევიან. საუბრისას ხმის ტონი ეცვლებათ, ნაკლებად იცინიან და თუ მკლავები გადააჯვარედინა, ეს "დახურვის" ნიშანია - რაღაც ინფორმაციას გიმალავთ, ან ბოლომდე არ გიყვებათ.

3. თუ ადამიანი იტყუება, აუცილებლად შეეცდება, თავდაცვით მდგომარეობაზე გა დავიდეს. "უდანაშაულობის" დასამტკიცებლად აუცილებლად დაგადანაშაულებთ უნდობლობაში და აღშფოთდება, თუ დეტალების გარკვევისას ზედმეტ კითხვებს დაუსვამთ.

4. ზოგიერთი ადამიანი ტყუილის თქმის დროს ოფლიანდება. თუ ოფლს თან სდევს გაწითლება, ცახცახი და თუ სისტემატურად ყლაპავს ნერწყვს, დარწმუნებული იყავით, რომ გაბრიყვებენ.

5. სთხოვეთ მატყუარას, თავიდან მოგიყვეთ ამბავი. თუ ტყუილს გეუბნებათ, ის ტექსტს ისეთივე სიზუსტით ვერ მოგიყვებათ, როგორც პირველად. ყველაზე რთული ხომ არარსებული ამბის დეტალების დამახსოვრებაა?
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
dainteresdit_ge
მთვლელები