"- რატომ არ მეთამაშებით, არაფერი მჭირს... დედასაც ვკითხე და „ნაბიჭვარი" არ გადაგედებათ..."
"- რატომ არ მეთამაშებით, არაფერი მჭირს... დედასაც ვკითხე და „ნაბიჭვარი" არ გადაგედებათ..."
- „ნაბიჭვარი“ რას ნიშნავს, დე...
სახლში არც შესულა, კარებიდან ჰკითხა ბიჭმა...
ქალს, ლამის ხელიდან გაუვარდა ქვაბი, რომელშიც საგულდაგულოდ გარჩეული და გარეცხილი ბრინჯი ჰქონდა, რომლითაც ფაფა უნდა მოემზადებინა პატარა ავთოსთვის...
- ეს რა კითხვაა შვილო.... საიდან მოგდის ასეთი აზრები?
...სიტყვებს ძლივს მოუყარა თავი დედამ...
-
დე, ბავშვები არ მეთამაშებაიან.... „ნაბიჭვართან" ყოფნა აგვიკრძალეს მშობლებმაო... ეზოს მეორე ბოლოში გააკეთეს თოვლის ბაბუა. მე კი ახლოსაც არ მიკარებენ.... შენი თავი დავიფიცე, რომ ავად აღარ ვარ.... რომ არც სიცხე მაქვს და სურდოც არ გადაედებათ ჩემგან, მაგრამ  მაინც გაიქცნენ და მარტო დამტოვეს.
ცრემლები ასწრებდა ბიჭს და ძლივს ამბობდა სათქმელს.
- შემოდი, შვილო, სახლში, როგორ აგწითლებია ლოყები, ისევ არ გამიცივდე.
ქვაბი შეშის ღუმელზე შემოდგა ქალმა და შვილს შეეგება...
- შენი დაბადების დღისთვის მზად მექნება ქუდიც და ხელთათმანებიც. მერე ასე აღარ შეგცივდება დედის თვალისჩინო.
ამ სიტყვებით გულში ჩაიკრა შვილი...
- დე, შენ მაინც არ მიპასუხე, რა არის „ნაბიჭვარი"... ან რატომ არ მეთამაშება არავინ...   განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები