"ახალდაქორწილებულებს საძინებელში შეუვარდა... ნახევარდღიანი ცოლი საროსიკიპოში გაამწესა"...
"ახალდაქორწილებულებს საძინებელში შეუვარდა... ნახევარდღიანი ცოლი საროსიკიპოში გაამწესა"...
,,ვინ მოსთვლის რამდენჯერ ვცადე ამის დაწერა... ვინც მიხვდება, მიხვდება”
,,შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელი ვატო გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,ვინ მოთვლის....?
...
რამდენჯერ ვცადე ამ სტატუსის დაწრა.

ზოგჯერ წერის დროს ვშლიდი, ხან ბოლოში რომ მივიდოდი, ერთი პერიოდი, საერთოდაც გადავიფიქრე. რატომ უნდა დავწერო, რა აზრია აქვს-მეთქი?

კრიტიკას არ გავურბივარ, მიყვარს კიდეც. ბევრს ვსწავლობ მაგ დროს.

აბა. ყველა რომ გაქებს და გადიდებს, მაგაზე მოსაწყენი არის რამე ?

ეხლაც მომარჯვებული მაქვს თითი თაგუნიაზე (მაუსზე) დასაწკაპუნებლად, გამოვაქვეყნო თუ არა?

მოკლედ, ისე დავწერ.

ვინც მიხვდება, მიხვდება. ვინც ვერა, არცაა საჭირო :)

"38 წლის უკან დავიბადე ისეთ ქვეყანაში, რომელიც თვითონაც არ იყო დაბადებული, თუმცა დიდი ხნის ისტორია ჰქონდა," - მე მგონი კარგი დასაწყისია?

თუმცა მანამდე ერთი ისტორია მინდა გავიხსენო ჩემი წინა ცხოვრებიდან, სანამ რეირკანაცია მოხდებოდა.

აბა, სხვაგან სად უნდა მენახა ეს ამბავი? ვითომ სიზმარი იყო? :)

მოკლედ, კოვბოი ვიყავი და სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი . ქალაქის სახელი არ მახსოვს. მაგრამ მახსოვს, რომ საროსკიპო იყო ქალაქის ბოლოშო და იქაურობას ხშირად ვსტუმრობდი.

რადგან სწორედ ამ საროსკიპოში იყვნენ ყველაზე ლამაზი ქალები, ყველაზე მამაცი და დებილი კაცები, უკრავდა მუსიკა, ცეკვავდნენ გოგოები, ისმოდა სროლის ხმაც, რადგან მთვრალი იყო ყველა, ჩემ გარდა :)

ხოდა, სწორედ ამ საროსკიპოში, რომლის მეპატრონე საიდანღაც ჩამოთრეული "ღორი ვანია რუსი" იყო, ასეთი ამბავი მოხდა.

ამ ვანია რუსმა სადღაც ბაზარში ახალგაზრდა გოგო იყიდა, რომელიც მშიერმა მშობლებმა იაფად გაყიდეს, თან ისე, ერთი ცრემლიც რომ არ ჩამოვარდნიათ თვალიდან. თუმცა რუსი რისი რუსი იყო, რომ ვინმე არ გადაეგდო. გაუნათლებელ მშობლებს ხელი ისეთ საბუთზე მოაწერინა, რომლის თანახმად, ფულის მეორე ნაწილის გადახდა 10 წლის მერე ევალებოდა.

მოკლედ, მოიყვანა ეს გოგო საროსკიპოში სამუშაოდ და სხვა მოცეკვავე გოგოებს ჩააბარა ცეკვის სასწავლებლად.

2 კვირაში თუ ცეკვას კარგად ვერ
ისწავლიდა, მერე სხვა საქმიანობით მოუწევს ფულის შოვნაო.

გოგონას ჯორჯია ერქვა.

დაბანეს, ჩააცვეს და გაალამაზეს ისეთი შესახედაობის აღმოჩნდა, რომ თავად დამპალ ივანე რუსსაც კი დორბლი ჩამოსდიოდა მის დანახვაზე.

ატყდა ამბავი ქალაქში.

დადგა მსურველების რიგი.

იყვნენ ისეთებიც, ვინც მისი აუქციონით გამოსყიდვაც კი მოინდომა.

დამპალ სუტინიორ ვანიას დიდიძალ თანხასაც სთავაზობდნენ, მარა "ღორი" უარზე იდგა.

საკუთრების დოკუმენტი ჰქონდა და ამ ქვეყანაში საკუთრების დაცვა უზენაესი იყო.

ზოგში პატრიოტულმა სულმაც კი გაიღვიძა და თანამოქალაქე გოგონას გადასარჩენად ქალაქის "აბუნტება" მოიგონა.

ადგილობრივ შერიფს მიუვარდნენ და კანონებში კარგად ჩახედვა მოსთხოვეს, თუმცა ვერაფერს გახდნენ.

ღორი ვანია სულ უფრო და უფრო ცოფდებოდა და ერთ დღესაც გადაწყვიტა, თავად შეერთო გოგონა ცოლად და ქორწილიც ჩანიშნა. მღვდელი მოისყიდა ჯვრის დასაწერად და საროსკიპოც 1 კვირით დაკეტა.

ამან ადგილობრივი კოვბოების კიდევ უფრო მეტი გაღიზიანება გამოიწვია - ეს ვარდის კოკორი ამ ღორს როგორ უნდა ჩაუგდოთ ხელშიო.

ქორწილის პირველივე ღამეს პატრიოტი კოვბოების ჯგუფი ახალდაქორწილებულებს საძინებელში შეუვარდა. ვანია რუსი გაკოჭეს და სხვა ოთახში გაათრიეს.

ამ დროს კოვბოებიდან ერთ-ერთმა ეცა პატარძალს და ქმრის დაწყებული საქმე თვითონ გააგრძელა.

ესე მოიქცა კიდევ სამი კოვბოი და როცა გული მოიოხეს, ლამაზი პატარძალი ისევ ვანია რუსს დაუტოვეს.

ვანია რუსს კი ეს გოგონა მაინც ფულის საშოვნელად და მონად უნდოდა.

ჯვრისწერა გააუქმა და ყოფილი ნახევარდღიანი ცოლი ქალაქის საროსიკიპოს მუშაკად გაამწესა.

ეხლა, ალბათ, ვერ მიხვდით, რა შუაში აქ თავში დაწყებული ამბავი, მაგრამ ჩვენი ჯორჯიას ისტორიაც ასეთია...

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
dainteresdit_ge
მთვლელები