11 ნიშანი იმისა, რომ ადამიანი საუბრის დროს გატყუებთ!
11  ნიშანი  იმისა,  რომ  ადამიანი  საუბრის  დროს  გატყუებთ!
როგორ იქცევიან ადამიანები ყველაზე ხშირად, როდესაც იტყუებიან?

1. ხელი მიაქვთ ცხვირთან, თვალთან, პირთან და ყურთან;

...2. ისრესენ წარბს ან კისერს;

3. ისწორებენ ჰალსტუხს ან პერანგის საყელოს;

4. ტყუილის თქმის დასაწყისში ადამიანებს წამიერად თვალები მარჯვნივ და ზემოთ გაურბით.

5. თვალები დახრილი აქვთ და ისე ლაპარაკობენ. ადამიანი, რომელიც ცდილობს, მოგატყუოთ, გაურბის თქვენთან მხედველობით კონტაქტს.

6. ოდნავ შესამჩნევად იჩეჩავენ მხრებს, ან ზემოთ სწევენ ერთ-ერთს;

7. სახეზე ემოციები გამოეხატებათ გაცილებით გვიან, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება;

8. თქვენ მიერ დასმულ კითხვაზე ტყუილის დროს იმეორებენ თქვენივე სიტყვებს ან ფრაზებს. მაგ. კითხვაზე: „შენ დალიე უკანასკნელი ჭიქა ვისკი“? მატყუარის პასუხი იქნება: „უკანასკნელი ჭიქა ვისკი მე არ დამილევია“!

9. ტყუილის დროს მატყუარები ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად შეიცვალონ საუბრის თემა;

10. ტყუილის დროს ხშირად გვერდზე ატრიალებენ თავს ან მთლიანი ტანით გვერდზე ბრუნდებიან;

11. ტყუილის დროს პრაქტიკულად არ იყენებენ ხელებისა და მტევნების ჟესტ-ილუსტრატორებს.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
dainteresdit_ge
მთვლელები