რატომ გაიხადა პოდიუმზე ქართველმა მოდელმა (13 ფოტო)
რატომ გაიხადა პოდიუმზე ქართველმა მოდელმა (13  ფოტო)
სამოდელო სააგენტო „ბესტ მოდელსი“ 5 წლისაა. იუბილეეზე სააგენტოს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, კახი ხაბეიშვილმა „ქორთიართ მერიოტში“ მიგვიპატიჟა. სცენაზე აღნიშნული სააგენტოს მოდელები სხვადასხვა დიზაინერის სამოსით წარსდგნენ ჩვენს წინაშე. განსაკუთრებით კარგად გამოიყურებოდნენ მოდელები დიზაინერ მარიკა მოდებაძის კოსტიუმებში. პოდიუმზე ვნახეთ პატარა დამწყები მოდელებიც. რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ. თუმცა საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებით ერთმა გოგონამ მიიქცია, რომელმაც სხეულის დემონსტრაციისთვის პოდიუმზე შემოიხსნა მოსასხამი და ფაქტიურად საცურაო კოსტიუმის ამარამ დატოვა სცენა.მართალია მოსასხამის შემოხსნა ცოტა გაჭირდა, რამდენიმე წამით უხერხული სიჩუმეც კი ჩამოვარდა დარბაზში, მაგრამ მოდელის
ფორმები ამად ღირდა.

საღამოს ორგანიზატორმა საუკეთესო თანამშრომლობისთვის მხარდამჭერი კომპანიები და მედია საშუალებები სიმბოლური დიპლომებით დააჯილდოვა. მათ შორის იყო „პრაიმტაიმიც“

...კახი ხაბეიშვილი:

- დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა სტუმარს, ვინც დარბაზში იმყოფება. რომ არა თქვენ და ეს კონპანიები, არ იქნებოდა არც წარმატება და არც პოპულარობა. ეს იყო მადლობის საღამო და პირობა რომ კიდევ უფრო ღირსეულები გავხდეთ. გავხსენი ფილიალები ქუთაისში, ზუგდიდში. მალე გავხსნი ქობულეთსა და კახეთშიც.

- ახლა „მისტერ ვალენტინისთვის“ ემზადები, როგორც ვიცი...

- კი, 13 თებერვალს ჩატარდება „მისტერ ვალენტინი 2018“. საინტერესო პრიზებით, გაგიმხელთ საიდუმლოს, რომ პრიზი იქნება ავტომობილი.

- მე მახსოვს „მის თბილისის“ სკანდალი, როცა დაპირდნენ ამტომობილს და საბოლოოდ არ გადასცეს გამარჯვებულს...

- ის სპონსორების დაუდევრობის ბრალი იყო. არ ვარ ვალდებული პასუხი ვაგო ამ ინციდენტზე.

- „მის თბილისს“ შენ აღარ ჩაატარებ?

- ამ კონკურს ჩემი კოლეგა, თათა ლემონჯავა ატარებს, რომელიც წლების განმავლობაში ჩემთან მუშაობდა. ჩვენ ერთად მოვდივართ ამ სფეროში... აქვე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ „მისტერ ვალენტინის“ მიკერძოვება ხდება, ახალი სახელით ატარებს ერთ-ერთი სააგენტო, რომლის სახელიც ჩემთვის არაფერს ამბობს. ასე რომ, ნუ შეხვალთ შეცდომაში. ამ კონკურსის ლიზენზია მე მაქვს.


იხილეთ  ფოტოსურათები
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
dainteresdit_ge
მთვლელები