რომელია ამ სურათზე ყველაზე ბედნიერი წყვილი? (7 ფოტო)
რომელია  ამ  სურათზე  ყველაზე  ბედნიერი  წყვილი?  (7  ფოტო)
აირჩიეთ ერთ-ერთი წყვილი და გაიგეთ, თავად როგორი ხართ ან იქნებით სასიყვარულო ურთიერთობაში...

წყვილი №1
გოგო ამაყობს თავისი პარტნიორით და სურს, ყველას გააგებინოს მის შესახებ. თუმცა სხვების აზრი ნაკლებად აინტერესებs, რადგან თავად საკმაოდ სრულყოფილი და დამოუკიდებელი პიროვნებაა.
...ბიჭი კი ურთიერთობის შენარჩუნებისთვის მუდმივად რაღაცას აკეთებს და ძალას არ იშურებს.




წყვილი №2
„ყველა დიდი მამაკაცის უკან დიდი ქალი დგას“ - ეს ასეთ წყვილზეა ნათქვამი. აქ სწორედ ქალია გეზის მიმცემი, რა არის მათთვის ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი და რაზე უნდა მოახდინონ კონცენტრირება.




წყვილი №3
აქ ბიჭი უპირობო ლიდერია. ის ყველაფერში თავის
თავზე იღებს პასუხისმგებლობას და ზოგჯერ ცოტა ფიცხიც არის. თუმცა გოგო, თავისი მშვიდი ხასიათით, საუკეთესოდ ახერხებს ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნებას.




წყვილი №4
ეს ბიჭი თავის პარტნიორს ნებისმიერი უსიამოვნებისგან დაიცავს და ყველაფერში გვერდით დაუდგება. ამ წყვილის ურთიერთობის საფუძველი ერთმანეთის პატივისცემა და დიდი ნდობაა.




წყვილი №5
ეს ჰარმონიული წყვილია. ურთიერთობის ყოველი წუთით სიამოვნებას იღებენ. არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებენ, მათთვის მთავარია, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იყვნენ.




წყვილი №6
ამ წყვილს არ უყვარს თავიანთ გრძნობებზე ხმამაღლა საუბარი, ემოციების ერთმანეთისთვის მოხვევა. ისინი პატივს სცემენ ერთმანეთის პიროვნულ სივრცეს, თუმცა გულის სიღრმეში ორივე დიდი რომანტიკოსია.




წყვილი №7
ეს წყვილი არ ერიდება ერთმანეთს მიმართ გრძნობების გამოხატვას ვნებიანი ჟესტებით, თანაც საჯაროდ. მათ ურთიერთობას ბევრი შენატრის. საერთო ინტერესები აქვთ და არასდროს სწყინდებათ ერთმანეთი.



FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები