10 ფსიქოლოგიური ფაქტი, რომელიც ჩვენ ჩვენს შესახებ არ ვიცით! (10 ფოტო)
10  ფსიქოლოგიური  ფაქტი,  რომელიც  ჩვენ  ჩვენს  შესახებ  არ  ვიცით!  (10  ფოტო)
1. ჩვენ მუდმივად ვცვლით საკუთარ მოგონებებს

ჩვენი წარსული მოგონებები უცვლელი გვეგონა. სინამდვილეში ისინი იცვლება და ამის მიზეზი მახსოვრობაში ჩავარდნები და შემდგომ განვითარებული მოვლენებია.

...საოჯახო წვეულებაზე სტუმრების ვინაობა არ გვახსოვს, მაგრამ, თუკი ვიცით, რომ დეიდა ყოველთვის ესწრებოდა მას, მაშინ ჩვენ ავტომატურად ვიძახით, რომ დეიდა იყო ამ წვეულებაზე, მაშინაც კი, როცა ის არ დასწრებია მას.







2. მეგობრების შეზღუდული რიცხვი გვყავს

ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა ე.წ. დანბარის რიცხვი გამოიყვანეს. ეს ის მაქსიმალური რიცხვია, რამდენი მეგობარიც შეიძლება გვყავდეს რეალურად. ნამდვილი ურთიერთობა 50-დან მაქსიმუმ 200-მდე ადამიანთან შეგვიძლია.







3. როცა დაკავებულები ვართ, თავს უფრო ბედნიერად ვგრძნობთ

ჩვენი ტვინი უმოქმედობას ვერ იტანს. მას ურჩევნია, დაკავებული იყოს. ყოველი დავალების შესრულება კი ჩვენს ბედნიერებას იწვევს.







4. ერთდროულად შეგვიძლია 3-4 რამ დავიმახსოვროთ

თანაც ეს ინფორმაცია გონებაში 30-40 წამს ინახება, შემდეგ მას ვივიწყებთ. სწორედ ამ მიზეზის გამო ბევრი რამ 4 ციფრის ან 4 სტრიქონისგან შედგება.






5. ჩვენ საგნებს აღვიქვამთ სხვანაირად, ვიდრე ვხედავთ

ჩვენი ტვინი მუდმივად იღებს და ამუშავებს ინფორმაციას და შემდეგ ჩვენთვის გასაგები სახით წარმოგვიდგენს. მაგალითად, ტექსტის კითხვისას.






6. ჩვენი დროის 30%-ს ოცნებებში ვატარებთ

ეს სულაც არ არის ცუდი. მეოცნებე ადამიანები უფრო უკეთ წყვეტენ ამოცანებს, ადვილად აღწევენ თავს სტრესს და უფრო საზრიანები არიან.






7. ჩვენ არ შეგვიძლია, ყურადღება არ მივაქციოთ 3 რამეს: საკვებს, სექსსა და საფრთხეს

ჩვენი ტვინი მუდმივად ახდენს გარემოს სკანირებას და ეძებს პასუხს 3 კითხვაზე: შემიძლია ამის შეჭმა? შემიძლია, მასთან სექსით დავკავდე? ეს მომკლავს მე? უბრალოდ, ამის გარეშე ჩვენ ვერ გადავრჩებით.







8. ჩვენ უფრო ფართო არჩევანი გვჭირდება

მაღაზიაში 2 მაგიდა დადგეს. ერთზე 6 სახეობის მურაბაა, მეორეზე - 24 სახეობის. შედეგად ადამიანთა 60% 24 სახეობის მურაბიან მაგიდას მიუახლოვდა, მაგრამ უფრო მეტი მურაბა 6-სახეობიანი მაგიდიდან გაიყიდა. რატომ? ალბათ, გახსოვთ, რომ მხოლოდ
3-4 საგნის ერთდროულად დამახსოვრება შეგვიძლია, ამიტომაც არჩევანს ყოველთვის იქ ვაკეთებთ, სადაც უფრო მარტივია.





9. გადაწყვეტილებათა უმეტესობას ქვეცნობიერად ვიღებთ

ჩვენ გვინდა, გვჯეროდეს, რომ გადაწყვეტილებებს ფიქრის შედეგად ვიღებთ, არადა გადაწყვეტილებათა 60-80%-ს ქვეცნობიერად - თითქმის ავტომატურად ვიღებთ. სწორედ ამიტომ არის, რომ ხშირად თავს ვიმტვრევთ, გავთიშეთ თუ არა უთო, ჩავკეტეთ თუ არა კარი...





10. მრავალფუნქციური ადამიანები არ არსებობენ

აბა, სცადეთ, წეროთ და იკითხოთ ერთდროულად. როგორც წესი, არაფერი გამოგივათ. მაგრამ არის გამონაკლისიც: თუ ერთ-ერთი დავალება ფიზიკური ანდა ავტომატური იქნება (რომელსაც ხშირად ასრულებთ), მაშინ უკვე შეძლებთ ორი საქმის ერთდროულად გაკეთებას. მაგალითად, ერთდროულად შეძლებთ სიარულსაც და ტელეფონზე საუბარსაც. მაგრამ ამ დროსაც კი დიდია შანსი, რომ ვინმეს დაეჯახოთ ან საუბრის ნაწილი ვერ დაიმახსოვროთ.





FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები