მსოფლიოში ყველაზე საშიში თევზი, რომელიც ადამიანს შიგნიდან ჭამს!
მსოფლიოში ყველაზე საშიში თევზი, რომელიც ადამიანს შიგნიდან ჭამს!
ვანდელია (Vandellia cirrhosa) მტკნარი წყლის პატარა თევზია, რომელიც მდინარეში მობანავე ადამიანის შარდსადენში ადვილად აღწევს და ჯერ - აუტანელ ტკივილებს, საბოლოოდ კი სიკვდილს იწვევს.

კანდირუ, ანუ ჩვეულებრივი ვანდელია, ამაზონიის ტროპიკულ წყლებშია გავრცელებული და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ თევზად მიიჩნევა.
ვანდელიას ადამიანის გენიტალიებისა და შარდ-სასქესო სისტემის გავლით, ორგანიზმში შეღწევა შეუძლია, სადაც სისხლითა და ხორცით იკვებება. სწორედ ამის გამო მას „ბრაზილიელი ვამპირი“ შეარქვეს.
...
ინდიელებს ამ პატარა, ნახევრად გამჭვირვალე თევზის პირანიებზე მეტად ეშინიათ.
ასანთის ღერის ზომის „ბრაზილიელი ვამპირი“ ერთადერთი ხერხემლიანია, რომელიც ადამიანზე პარაზიტობს. სხეულის ვიწრო და წაგრძელებული
ფორმა მას საშუალებას აძლევს, თევზის ლაყუჩებსა თუ ადამიანის შარდსადენში შეაღწიოს, თუმცა პარაზიტობა თევზზე უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ადამიანზე. რაღაც პერიოდის განმავლობაში, ვანდელია თევზს გვერდით დაჰყვება და შესაფერის დროს არჩევს, რომ ლაყუჩის ხვრელიდან თევზის სხეულში შეაღწიოს. მიზნის მიღწევისთანავე, ვანდელია თევზის ხორცითა და სისხლით იწყებს კვებას. პატარა თევზები ვამპირის თავდასხმის შემდეგ სწრაფად იღუპებიან. ვანდელია კი ისევ წყალს უბრუნდება.

ადამიანის შემთხვევაში თევზი სასქესო ორგანოს ხვრელში აღწევს და შარდსადენში ან ვაგინაში მოიკალათებს, თუმცა დანაყრების შემდეგ წყალში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს და იღუპება.
ვანდელიას გახრწნის პროცესი პირდაპირ ადამიანის სხეულში მიმდინარეობს, ამიტომ თუ „ბრაზილიელი ვამპირის“ მსხვერპლმა ექიმს დროულად არ მიმართა, საშინელი ტკივილები დატანჯავს და შესაძლოა, დაიღუპოს კიდეც.




FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები