თქვენ მიერ არჩეული ბეჭედი თქვენს ქალურ ბუნებაზე გვიამბობს!
თქვენ მიერ არჩეული ბეჭედი თქვენს ქალურ ბუნებაზე გვიამბობს!
სამკაული სრულყოფს თანამედროვე ქალის „ფორმას“ და ხასიათის ბევრ საიდუმლოსაც გათქვამს! აირჩიეთ ბეჭედი და გაიგეთ, რა ხიბლავს თქვენში საზოგადოებას...

ბეჭედი №1
ველური ენერგიით ხართ სავსე! თქვენს გარემოცვას თქვენი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალურობა და თავდაჯერებულობა ხიბლავს. ადამიანებს ადვილად ენდობით, განსაკუთრებით ახლობლებს. გიყვართ თავგადასავლები. თქვენი ცხოვრება იმდენად წარმტაცია, რომ ბევრს შურს კიდეც, თუმცა ამას ვერ ამჩნევთ - თქვენ ხომ სიცოცხლის სიყვარულით ხართ დაკავებული.
...
ბეჭედი №2
ძალიან ქალური, ალერსიანი და მეოცნებე ხართ. მოსიყვარულე გულის პატრონი ბრძანდებით, ამიტომ ყოველთვის გარს გახვევიან ახლობლები და მეგობრები. საკუთარ იდეებს ცხოვრებაში მარტივად ახორციელებთ და
საქმიანობაში წარმატება თქვენი მეგზურია. გიყვართ ფლირტი და მამაკაცების გულების დაპყრობა შეგიძლიათ.

ბეჭედი №3
თქვენ ნამდვილი ლედი ბრძანდებით და საკუთარი გემოვნებით ამაყობთ. თქვენით ყველა აღტაცებულია. ძალიან შორსმჭვრეტელი ხართ და თქვენგან რამეს დამალვა თითქმის შეუძლებელია.

ბეჭედი №4
მხიარული და ოპტიმისტი ბრძანდებით! ბევრი მეგობარი გყავთ, ისინი ყურადღებიანები არიან. თქვენ სხვებზე უფრო მეტს ზრუნავთ, ვიდრე საკუთარ თავზე, ამიტომ ყოველთვის უნდა ეცადოთ, დრო საკუთარი თავისთვისაც გამონახოთ!

ბეჭედი №5
თქვენ ხორცშესხმული სიყვარული ბრძანდებით! გიყვართ ცხოვრება, ადამიანები, სამუშაო, მოგზაურობა! ადვილად გიყვარდებათ და ძლიერი გულგატეხილობა გეუფლებათ, თუ არჩევანში შეცდებით. უსაზღვროდ მადლობელი ხართ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ.

ბეჭედი №6
თქვენ დედოფალი ხართ! აფასებთ საკუთარ ინტუიციას. გულწრფელი და მოსიყვარულე ხართ. მეგობრებისთვის დრო არ გენანებათ. თქვენი პირდაპირობის გამო ფრთხილად იყავით, ვინაიდან შეიძლება ადამიანებს ტკივილი ადვილად მიაყენოთ.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები