რატომ არ გვაძლევენ თვითმფრინავებში ავარიის დროს პარაშუტებს?
რატომ  არ  გვაძლევენ  თვითმფრინავებში  ავარიის  დროს პარაშუტებს?
ბევრ ადამიანს, რომელსაც ერთხელ მაინც უფრენია თვითმფრინავით, ალბათ გასჩენიათ კითხვა, თუ რატომ არ იძლევიან ავარიის დროს თვითმფრინავში პარაშუტებს. ჩვენ ვთვლით, რომ ყველა კითხვას უნდა ვეცადოთ, რომ მოუძებნოთ პასუხი. განსაკუთრებით ასეთ მნიშვნელოვანს.


სამგზავრო თვითმფრინავებში პარაშუტის არარსებობას რამდენიმე მიზეზით ხსნიან:

1. სამგზავრო თვითმფრინავი —
ძალიან საიმედო მანქანაა. შედარებისთვის: თვითმფრინავით სიკვდილის ალბათობა 1:11 000 000, ხოლო ავარიაში – 1: 5 000.

2. თვითმფრინავი დაახლოებით 10-12 კმ სიმაღლეზე 800-1000 კმ/სთ სიჩქარით მიფრინავს. ასეთ პირობებში პარაშუტი უბრალოდ უსარგებლოა. ბორტის გარეთ ტემპერატურა -40 °C- დან -60 °C -მდეა, ატმოსფერო კი თხელია და პრაქტიკულად არ არის ჟანგბადი. ასეთ პირობებში ადამიანი უბრალოდ ვერ გადარჩება.

3. ტურბულენტულ ზონაში ნებისმიერმა შესვლამ შეიძლება პანიკა გამოიწვიოს განსაკუთრებით კი მგრძნობიარე მგზავრებში. ამან შეიძლება ზეწოლა იქონიოს ატმოსფეროზე და ზოგიერთი ადამიანისთვის გაუსაძლისი გახადოს.

4. ავარიების უმეტესობა აფრენის ან დაჯდომის დროს ხდება. ამ შემთხვევაში, მგზავრები პარაშუტის გამოყენებას უბრალოდ ვერ მოასწრებენ, რადგან ასეთ დაბალ სიმაღლეზე, მას გასახსნელად დრო არ ეყოფა.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები