19 წლის მეეზოვე და მომავალი ექიმი, რომლის ცხოვრება ერთმა ფოტომ შეცვალა
19 წლის მეეზოვე და მომავალი ექიმი, რომლის ცხოვრება ერთმა ფოტომ შეცვალა
Sputnik საქართველოს ჟურნალისტი ნინი რაზმაძე ახალგაზრდა სტუდენტი გოგონას ცხოვრებაზე მოგითხრობთ, რომელსაც სწავლის პარალელურად საკმაოდ შრომატევდი და არაპოპულარული სამუშაოს შესრულებაც უწევს, თუმცა თვლის, რომ არანაირი შრომა არ არის სათაკილო და ბეჯითი შრომით წარმატებას აუცილებლად მიაღწევს

19 წლის ქრისტინა ტუფურია კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტია. მისი ცხოვრება ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირის ერთმა ფოტომ შეცვლა.




— ქრისტინა შენზე მომიყევი, როგორც ვიცი აფხაზეთიდან ხარ?
— დიახ, წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ, იქ დავიბადე და გავიზარდე. ჩემი მშობლები ახლაც იქ ცხოვრობენ. როცა ვახერხებ, მშობლების სანახავად მაშინ ჩავდივარ, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო ერთი წელია არ ვყოფილვარ ჩემს სახლში და არ მინახავს მშობლები. თბილისში მხოლოდ მე და ჩემი და ვცხოვრობთ.

— რატომ გადაწყვიტე დასუფთავების სამსახურში მუშაობა?
— ეს სამსახური საშუალებას მაძლევს პირველ რიგში, სწავლა და სამსახური შევუთავსო ერთმანეთს, დილით ვიწყებ მუშაობას და შუა დღეს უნივერსიტეტში მივდივარ. გარდა ამისა, საშუალება მაქვს ბინის ქირა გადავიხადო თავად და მშობლებს ეს ტვირთი მოვუხსნა.

— რამდენი ხანია რაც მანდ მუშაობ?
— დასუფთავების სამსახურში აპრილის პირველ რიცხვებში დავიწყე მუშაობა. ექვსი თვეა რაც აქ ვარ.

— რა გითხრეს ახლობლებმა და მეგობრებმა როცა გაიგეს სად აპირებდი მუშაობის დაწყებას?
— თავიდან არც მშობლებს და არც მეგობრებს არ მოეწონათ ჩემი გადაწყვეტილება, რადგან ფიზიკური მუშაობა გამიჭირდებოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში ამ ფაქტს ყველა დადებითად მოეკიდა, რადგან ეს იყო ჩემი არჩევანი.

— ქრისტინა, ეს შენი პირველი სამსახურია?
— არა, ადრე გარკვეული პერიოდი კლინიკაში ვმუშაობდი, სტაჟიორი ვიყავი, ამიტომ ხელფასს არ ვიღებდი და იქიდან მომიხდა წამოსვლა.

— თავიდან არ გაგიჭირდა თუნდაც დილით ადგომა.. რა იყო ყველაზე რთული შენთვის როცა დაიწყე მუშაობა?
— თავიდან ნამდვილად რთული იყო. ადრე ადგომა ყოველ დღე, განსაკუთრებით რთული იყო ფიზიკური მუშაობა, რადგან ფიზიკურად არასდროს მიმუშავია. თუმცა, თანამშრომლების და არაჩვეულებრივი უფროსის დახმარებით შევეგუე და ძალიან შემიყვარდა აქაურობა.   განაგრძეთ  კითხვა


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები