რით მოხიბლა გერმანელმა რძალმა ქართველი დ ედამთილი?
რით  მოხიბლა  გერმანელმა  რძალმა  ქართველი დ ედამთილი?
10 წელი გერმანიაში ცხოვრების შემდეგ ჩემი მონატრებული ბიჭი ევროპელ რძალთან და ნანატრ შვილიშვილთან ერთად სტუმრად ჩამოვიდა.
რა თქმა უნდა, ნამდვილი დღესასწაული მოვუწყვეთ, რძალს თავს ვევლებოდით, თვეების შვილიშვილს ხელიდან ვტაცებდით მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ყველაზე მყუდრო ოთახში
მოვასვენეთ, რომ ბავშვს მშვიდად დაეძინა დღის განმავლობაში და გახშირებულ სტუმრიანობას მისი სიმშვიდე არ დაერღვია. მოხერხებულად კი მოეწყვნენ და დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი ხმაური იმ ოთახში პატარას არ გააღვიძებდა, სამაგიეროდ, ის მაწუხებდა, რომ ვერც ბავშვის ტირილის ხმა გამოაღწევდა იქიდან და პატარა
შესაძლოა, უყურადღებოდ დარჩენილიყო. დედამისს შევთავაზე, მძინარე ბავშვთან დავრჩები, თორემ ტირილის ხმას ვერ გავიგებთ-მეთქი. რა საჭიროა, მიპასუხა არხეინად, ოთახიდან გამომიყვანა, კარი მჭიდროდ მიიკეტა და მისაღებში გაშლილ სუფრას შეუერთდა. ხუთჯერ მაინც გამოვედი ჩუმად და დავხედე ბავშვს,სულ იმის განცდაში ვიყავი ბავშვი ტირილით რომ გასკდეს, ხმას ვინ გაიგებს-თქო. იგივე გაგრძელდა მომდევნო დღეებში, დაძაბულს სულ მძინარე ბავშვის ოთახის კარზე მედო ყური. იცით როდის შემრცხვა ჩემი საქციელის? გაგანია სადილობისას პირგამოტენილი დედა რომ წამოხტა და შურდულივით გავარდა ოთახისკენ, ბავშვი ტირისო. ამ დროს კი ტირილის ხმა არავის გვესმოდა.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
06-02-2018
"მაგრამ ისიც ხომ იცი შენ ძალიან კარგად, ხომ დარწმუნებული ხარ გულის სიღრმეში, რომ მე არა ვარ ცუდი ადამიანი. მაშ, მაპატიე ამ ცოდნისთვის ჩემი ცუდი საქციელი, მაპატიე ყველაფერი ის, რისი პატიებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რომ ყველა მაქებდეს, შენც მაქებდე და სინამდვილეში კი გრძნობდე, რომ არა ვარ ამ ქების ღირსი, ჯობია – დამეთანხმე – გაგინებდნენ და არ იყო ამ გინების ღირსი, თუნდაც აკეთებდე ცუდს და არ იყო სინამდვილეში ცუდი, ვიდრე გაქებდნენ და ტყუილა, აკეთებდე კარგს და იყო ცუდი კაცი, თვალთმაქცი.

გეფიცები, დედა, დედას გეფიცები, რომ მე ალბათ ღმერთის სამსჯავროს წინაც არ გავიმართლებდი ასე მხურვალედ თავს; თვითონ იცი, რომ როცა ჩემზე ცუდს ამბობენ, მე სიტყვით მხოლოდ ვუორკეცებ ხოლმე მთქმელს თავის აზრს, რადგან ზიზღს იწვევს ჩემში ყოველგვარი თავის მართლება;

და მე თუ თავს ვიმართლებ, პატიებას ვთხოვ საკუთარ დედას, მხოლოდ იმიტომ, რომ უზომოდ მიყვარს ის; თუ სიყვარულის დათვლა შეიძლება, ასე დავითვლი: იმაზე ათასჯერ ძალიან მიყვარს, რამდენი უსიამოვნებაც მიმიყენებია მისთვის.

კარგად იყავი, ჩემო დედა.

გწამდეს ჩემი.

როგორმე მოუარე ნერვებს ასეთ პირობებში.

თუმცა ძალიან ძნელია თვითეული კალმის მოსმა ჩემთვის ამ სიყალბისა და თვალთმაქცების ხელში, მაგრამ შედეგი ორმაგად ძვირფასი იქნება და ყველაზე პირველმა მინდა, რომ შენ გაიგო ეს. მთელი ღამე ვერ დავიძინე და დილით საშინელი თავის ტკივილით ავდექი, როცა მამასგან შენი ავად გახდომის ამბავი გავიგე.’’

გურამი წერილის დაწერიდან 4 დღეში დაიღუპა.
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები