„მომწონს, როცა მშობელი მოდის გასართობად და არა იმისთვის, რომ გიკონტროლოს ყოველი სიტყვა და ქმედება“
„მომწონს, როცა მშობელი მოდის გასართობად და არა იმისთვის, რომ გიკონტროლოს ყოველი სიტყვა და ქმედება“
ბოლო წლებში სადღესასწულო ცენტრებში ბავშვების დაბადების დღის გადახდა მოდური, აქტუალური და მოსახერხებელიც გახდა. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ გრძელ სუფრაზე ყანწით 5 წლის ბავშვის სადღეგრძელოს მინიმუმ 5-ჯერ დალევას, მისი ცენტრში წაყვანა და გართობა სჯობს. იმისათვის, რომ იუბილე ნამდვილ დღესასწაულად იქცეს, სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად, უმნიშვნელოვანესია, როგორი წამყვან-ანიმატორი შეხგვდება. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მასზეა დამოკიდებული, როგორ ჩაივლის ის დღე.
თვით ანიმატორობა ერთი შეხედვით მარტივი საქმეა, თუმცა რეალურად ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, რამაც შეიძლება დაბადების დღე „ჩააგდოს“ კიდეც.

დღესდღეობით, სხვადასხვა ცენტრში ბევრ ცნობილ სახესაც
ვხვდებით ხოლმე
ანიმატორის ამპლუაში, თუმცა, რასაკვირველია, ფართო საზოგადოებისთვის უცნობი, უბრალოდ მხიარული გოგო-ბიჭებიც არიან, რომლებსაც იმ კონკრეტულ დღეს გაიცნობ და მიხვდები, რომ შენს სარეკომენდაციო სიას კიდევ ერთი გასართობი ცენტრი თუ ანიმატორი შეემატა.ამ საქმიანობის სირთულეებისა და დადებითი მხარეების გამოსარკვევად, რამდენიმე ცენტრის ანიმატორს გავესაუბრეთ.


დიტო კუპატაძე:
ამ ეტაპზე ამ სფეროში აღარ ვმუშაობ, ისედაც ცოტა ხნით ვიყავი ამ საქმით დაკავებული, დრო აღარ მყოფნიდა და თავი დავანებე. რა შემიძლია გითხარათ, ჩვეულებრივი სამუშაო გარემოა, მოდიან მშობლები და უხდიან შვილებს დაბადების დღეებს, ძირითადად დედები აქტიურობენ და დედები დადიან, მამები ნაკლებად.

- ანიმატორობა თქვენთვის იყო დამატებითი შემოსავლის გზა, თუ გინდოდათ, ამ მხრივაც მოგესინჯათ ძალები?
- არა, არა, ეს იყო დამატებითი შემოსავალის წყარო სამსახურის პრალალურად, სხვა დაინტერესება არ მქონია. არაა ადვილი ანიმატორობა, რთული საქმეა, ესაა რაც შემიძლია გითხრათ.

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები