"9 ვარსკვლავი", რომელიც თქვენი ბედის სესახებ 98% სიზუსტით მოგიყვებათ!
"9  ვარსკვლავი",  რომელიც  თქვენი  ბედის  სესახებ  98%  სიზუსტით  მოგიყვებათ!
ვარსკვლავი № 1
ამ ვარსკვლავის გავლენის ქვეშ დაბადებულები უკიდურესად კომუნიკაბელური და ემოციური ადამიანები არიან. ეს ერთ-ერთი ყველაზე მეტად მგრძნობიარე ხალხია, რომლებსაც შფოთვის მაღალი დონე ახასიათებთ. № 1 ვარსკვლავის გავლენის ქვეშ მყოფ ადამიანებს ხშირად სჩვევიათ საკუთარ თავში ჩაკეტვა და ნაღვლიანობა, მელანქოლიაში ჩაძირვა.
თუ ეს თქვენი ვარსკვლავია: უნდა ებრძოლოთ საკუთარ შიშებს, თორემ ისინი ავადმყოფობის მიზეზად გექცევათ. გირჩევთ თავი აარიდოთ მავნე ჩვევებსა და სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულებებს.


ვარსკვლავი № 2
ამ ვარსკვლავის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები ძალიან მზრუნველები და, როგორც იტყვიან, ოჯახზე თავგადამკვდარები არიან. ასეთებისთვის პირველ ადგილზე ყოველთვის არის სახლი და ოჯახი. არიან ძალიან პრაქტიკულები და მომთმენები. "ორიანები" გამუდმებით მზად არიან გაიღონ დიდი მსხვერპლი, თუ ეს მათ ოჯახს სჭირდება.
სამწუხაროდ, "ორიანები" ჭარბი წონისადმი მიდრეკილები არიან და აუცილებლად უნდა უფრთხილდნენ ჭამისადმი სწრაფვას.


ვარსკვლავი № 3
"სამიანები" ზედმეტად საქმიანები და მოძრავები არიან. ეს ის ხალხი არ არის, ვინც მშვიდად იჯდება ერთ ადგილზე და დაელოდება, როდის მოგვარდება ესა თუ ის საქმე. "სამიანები" არ ელოდებიან ვიღაცის დახმარებას. ისინი თავადაც მოძებნიან გამოსავალს ყველაზე რთული ვითარებიდან. მათი განმასხვავებელი ნიშანი - ეს დაუმცხრალი ოპტიმიზმი და ხალისიანი ნატურაა.
გარდა ამისა, "სამიანებს" ახასიათებთ თავშეუკავებლობა და იმპულსურობა. ხშირად ემოციური "ამოფრქვევების" შემდეგ ისინი თავს დამნაშავეებად გრძნობენ და ნანობენ ჩადენილს.


ვარსკვლავი № 4
ამ ვარსკვლავის ქვეშ დაბადებული ადამიანები არა მხოლოდ ძლიერი ინტელექტის მფლობელები არიან, არამედ ასევე ძლიერი შემოქმედებითი უნარებიც ახასიათებთ. "სამიანებისა" არ იყოს, "ოთხიანებსაც" სჩვევიათ ყველაფრის საკუთარი ძალებით მიღწევა. უყვართ მოგზაურობა და მარტივად ერთვებიან ახალ წამოწყებებში.
ასეთი ადამიანები უნდა უფრთხილდნენ დიდ პასუხისმგებლობას. ამიტომ სჯობს, ბევრჯერ და კარგად დაფიქრდნენ, სანამ რამდენიმე საქმეს ერთდროულად შეეჭიდებიან.



ვარსკვლავი № 5
ეს უკიდურესად ნებისყოფიანი და მიზანსწრაფული ხალხია. "ხუთიანები" შესანიშნავი ორგანიზატორები არიან, ნამდვილი ლიდერები და ხელმძღვანელები. დროთა განმავლობაში, იმ უდიდესი პასუხისმგებლობის გამო, რომელიც საკუთარ თავზე
იტვირთეს, "ხუთიანებს" სჩვევიათ "ჩაკეტვა".
ის კი არა, შეიძლება საერთოდაც გაირიყოს ადამიანებისგან და მოვლენებზე პასიურ დამკვირვებლად იქცეს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, მიმართოს კარგ სპეციალისტს, რომელიც "ხუთიანს" უზარმაზარი შინაგანი პოტენციალის გახსნაში დაეხმარება.


ვარსკვლავი № 6
ამ ვარსკვლავის ქვეშ დაბადებული ადამიანები უპირატესად მამაკაცური თვისებებით არიან შემკულნი. მათ უკიდურესი სწორხაზოვნება და უძლიერესი ნებისყოფა ახასიათებთ. არიან საოცრად შრომისმოყვარეები და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსენი. "ექვსიანები" არაჩვეულებრივი ხელმძღვანელები არიან.
სამწუხაროდ, დროდადრო გადაჭარბებულად აგრესიულები და თავდაჯერებულები არიან. ძალიან მარტივად გადადიან "დაუკრეფავში", რასაც მერე აუცილებლად ნანობენ.


ვარსკვლავი № 7
"შვიდიანები" ძალიან რომანტიულები და გაფანტულ-უდარდელი ხალხია. ხშირად ისეთ შტაბეჭდილებას ტოვებენ, რომ თითქოს საერთოდ ვერ ერგებიან ცხოვრების მკაცრ რეალობას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე სულაც არ არის. მათთვის პირველ ადგილზე ფული და მატერიალური კეთილდღეობაა.
ყველა "შვიდიანს" აუცილებლად უნდა ახსოვდეს, რომ რაც მეტს გასცემენ, მით მეტს მიიღებენ.


ვარსკვლავი № 8
"რვიანები" ჩაკეტილი და ცივი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. სინამდვილეში კი ძალიან კეთილები არიან. უბრალოდ, დახმარება სჭირდებათ, რომ მშვენიერი "შიგთავსი" გამოავლინონ. ეს ადამიანები ხშირად ბევრს მუშაობენ, იმდენად ბევრს, რომ ცხოვრების სხვა სფეროები საერთოდ ავიწყდებათ. მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ, წესად იქციონ მუშაობაში შესვენების გაკეთება.


ვარსკვლავი № 9
ეს აქტიური, უკიდურესად ვნებიანი და ენერგიული ხალხია. შეუძლიათ სწრაფად მოძებნონ საჭირო ადამიანთან მიდგომის გზები. "ცხრიანებს" გამჭრიახი გონება და ელვისებური რეაქცია აქვთ. თუმცა მათ ზღვარგადასულ აქტიურობას ხშირად სდევს უარყოფითი შედეგები ზედმეტი გაღიზიანების სახით. მათ ისე შეუძლიათ გაანაწყენონ ახლობლები, რომ არც დაფიქრდნენ ამაზე.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები