"სპარტაკის" შეუსრულებელი მისია - 22 წლის წინ გაუჩინარებული ბათუმური გემის იდუმალებით მოცული ისტორია
"სპარტაკის" შეუსრულებელი მისია - 22 წლის წინ გაუჩინარებული ბათუმური გემის იდუმალებით მოცული ისტორია
...1994 წლის 2 დეკემბერს ბათუმის პორტიდან იალტის მიმართულებით სატვირთო გემი "სპარტაკი" გავიდა. გემზე 10 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა.

"სპარტაკი" თავდაპირველად სამეცნიერო ხომალდი იყო, რომელსაც ოკეანოლოგები იყენებდნენ, ბოლოს ის კაპიტანმა რომან ჯიბლაძემ შეიძინა და ის სატვირთო ხომალდი გახდა. განახლებულმა გემმა პირველი საზღვაო რეისი 1994 წლის იანვარში შეასრულა, წლის ბოლოს, დეკემბერში გაუჩინარდა და ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. დაკარგული ხომალდის საქმის გამოძიება დღემდე გრძელდება, თუმცა, როგორც კაპიტანი სპარტაკ ჯიბლაძე ამბობს, 1997 წლის შემდეგ არაოფიციალურადაც აღარ მიუღიათ ცნობები "სპარტაკის" შესახებ.

გაურკვეველ ვითარებაში  გამქრალი გემის
მგზავრების და ეკიპაჟის ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ 22 წლის წინ გაუჩინარებული ახლობლები ცოცხლები დაუბრუნდებიან. "სპარტაკის" მფლობელის ვაჟი, კაპიტანი სპარტაკ ჯიბლაძე გემის იდუმალებით მოცულ ისტორიას AMBEBI.GE-ს უამბობს.

- იმ დღეს მე უნდა ვყოფილიყავი გემის კაპიტანი, მაგრამ გულმა შემაწუხა, ამიტომ წასვლა ვეღარ შევძელი. ჩემს მაგივრად მამა აპირებდა წასვლას, მაგრამ კაპიტანმა ვიტალი უნგიაძემ მამას უთხრა, მე წავალ იალტაშიო და გემი ღამის პირველ საათზე გავიდა ბათუმის პორტიდან.

- რით იყო დატვირთული გემი?
- ბორტზე იყო 5 ტონა ჩაი, 4 ავტომანქანა, 10 ტონა ნავთობი და 75 ტონა მანდარინი. გემი სწორად იყო დატვირთული. "სპარტაკი" პოლონეთში აწყობილი გემი გახლდათ, თავიდან სამეცნიერო საქმეებისთვის იყენებდნენ, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს იძულებული გახდნენ, გემი გაეყიდათ, რადგან ვალები ჰქონდა დაგროვებული და მამაჩემმა და მისმა მეგობარმა იყიდა უკრაინელებისგან 25 000 დოლარად. მე მაშინ საქართველოს ნაოსნობაში ვმუშაობდი, როცა გავიგე გემი გვყავდა, ბათუმში გადავედი, გავაკეთე გემი და "სპარტაკის" კაპიტანი გავხდი. ტვირთებზე ვმუშაობდით და რამდენიმე რეისი შევასრულეთ სხვადასხვა მიმართულებით.   განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები