მშობიარობა მატარებლის ვაგონში და თამარ თუმანიშვილის ჰოლივუდური კარიერა
მშობიარობა მატარებლის ვაგონში და თამარ თუმანიშვილის ჰოლივუდური კარიერა
მშობიარობა მატარებლის ვაგონში და თამარ თუმანიშვილის ჰოლივუდური კარიერა
1944 წელს ეკრანზე "დიდების დღეები" გამოვიდა. მხატვრული ფილმის პლაკატებზე ლამაზი წყვილი იყო აღბეჭდილი: მგზნებარე შეყვარებულები ზოგან მჭიდროდ იკრავენ ერთმანეთს გულში, ზოგ ფოტოზე კი ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდა, თითქოს, წყვილი წამი-წამზე, მხურვალე კოცნას აჩუქებდა ერთმანეთს...

რეჟისორ ჟაკ ტერნერის რომანტიკული მელოდრამა - "დიდე­ბის დღეები" გრეგორი პეკის კინო­დებიუტი გახლდათ. ასევე, პირველი როლი იყო მისი პარტნიორისთვის - თამარა თუმანოვასთვის, რომელიც ფილმში რუსი ბალერინის როლს ასრულებდა. ქალს ეკრანზე გამოჩენამდე შთამბეჭდავი სასცენო გზა ჰქონდა გავლილი. მისი დებიუტი სცენაზე 9 წლის
ასაკში, პარიზის ოპერაში შედგა. საოცრად მსუბუქი მანერებისა და დახვეწილი იერის მქონე ბალერინამ, მაშინვე მიიქცია ბალეტის კრიტიკოსთა ყურადღება. XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ბალერინა და მსახიობი, ამერიკაში მცხოვრებ იმ ქართველთა შორის იყო, რომელმაც თავისი ცხოვრების 77 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა სცენასა და გადასაღებ მოედანზე...

თამარს საქართველო არასოდეს უნახავს, მაგრამ ის გორის რაიონის სოფელ ხელთუბნელი თავადი თუმანიშვილის შთამომავალი გახლდათ. დედამისი, ევგენია თუმანიშვილი რუს სამხედროს, კონსტანტინე ზახაროვს გაჰყვა ცოლად. ოქტომბრის რევოლუცია რომ ახლოვდებოდა, ცოლ-ქმარმა რუსეთიდან გაქცევა დაგეგმა და ერთი წყაროს მიხედვით, კაცი გზაში, მატარებელში დაიღუპა, სადღაც ციმბირსა და შანხაის შორის. ამგვარად, 1919 წლის 2 მარტს გაჩენილი თამარი მამით დაობლდა; ხოლო მეორე ვერსიით, კონსტანტინე გადარჩა და ცოლ-შვილთან ერთად, რამდენიმე თვე შანხაისა და კაიროს დევნილთა ბანაკებში გაატარა. თუმცა, პირველი ვერსია უფრო სარწმუნო ჩანს, რადგან იქვე, მატარებელში, ევგენიამ პოლონური წარმოშობის მეფის არმიის ოფიცერი, ვლადიმერ ხასიდოვიჩი გაიცნო, რომელმაც ახალნამშობიარევ ქალსა და დღენაკლულ ბავშვს უპატრონა და მოგვიანებით, თამარის მამინაცვალი გახდა.    განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები