8 აქსესუარი, რომელიც ყველა საქმიანი ქალის გარდერობში უნდა იყოს
8 აქსესუარი, რომელიც ყველა საქმიანი ქალის გარდერობში უნდა იყოს
სამსახურში წასვლამდე დილით ადრე ვიღვიძებთ და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, გვსურს, რომ ელეგანტურად, მომხიბვლელად და ბრწყინვალედ გამოვიყურებოდეთ, რაც დროს, ენერგიასა და ხალისს მოითხოვს.

მოდის გამოცემა, Elle გვთავაზობს იმ 8 აქსესუარის ჩამონათვალს, რომლიც გადაწყვეტილების მიღებას გაგიმარტივებთ და თანაც, საქმიან იმიჯს შეგიქმნით:


1. ტანზე გამოყვანილი ქვედატანი

ალბათ, ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ ასეთი ქვედატანები სხეულს უკეთ გამოკვეთს, ამაღლებს და ფეხებსაც უფრო ლამაზს აჩენს.
სასურველია, ის შავი ფერის იყოს, რათა აღნიშნულ შედეგებს მივაღწიოთ. გარდა ამისა, ასეთ სამოსს ფეხსაცმლის განსაკუთრებული შერჩევა არ ესაჭიროება.


2. წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი

თუ მაღალ ქუსლზე სიარული ყოველდღიურად გიჭირთ, ასეთი
ტიპის ფეხსაცმელი საშუალო ქუსლზეც ძალიან ლამაზია. გარდა ამისა, ძალიან ტრენდული და ელეგანტური ფეხსაცმელი ძვირი ნამდვილად არ ღირს.
განსაკუთრებით ლამაზი "პრადას" და "ვალენტინოს" მოდელებია. რაც შეეხება ფაქტურას, როგორც პრიალა, ისე გლუვი, ორივე მოდური და ლამაზია.


3. "მაღალი" ხელჩანთა

შესაძლოა, ჩანთის ფაქტურა ძალიან მოგვწონს, მაგრად ხშირად გვითქვამს, "ვერ შევიძენ, იმიტომ რომ ძალიან განიერია." დიახ, განიერი ჩანთა ნამდვილად მოუხერხებელია, რადგან მისთვის ადგილის მიჩენა გვიჭირს, თუმცა თუ იმავე ტევადობის შედარებით გრძელ ჩანთას შევიძენთ, თავს უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ.
არ დაგავიწყდეთ, რომ მისი ელეგანტურობა სისადავეშია.

4. ბამბის ან აბრეშუმნარევი ატლასის თეთრი პერანგი

ასეთი პერაგი შეგიძლიათ რამდენიმე სტილის შეიძინოთ, ბევრი ან ცოტა ღილით, ყელამდე შესაკრავით ან გულზე ოდნავ ამოღებული. ის თითქმის ყველაფერს უხდება და დილითაც ბევრი ფიქრი არ მოგიწევთ, თქვენს წითელ, ნაცრისფერ, ლურჯ ან ნებისმიერი სხვა ფერის ფეხსაცმელს რა ტიპის ზედატანი შეუსაბამოთ.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები