როგორ აშენდა ვაკე-საბურთალო - ქალაქის პრესტიჟული უბნების მოკლე ისტორია
როგორ აშენდა ვაკე-საბურთალო - ქალაქის პრესტიჟული უბნების მოკლე ისტორია
თბილისის ისტორიაში თითქმის ყველა ეპიზოდი საინტერესოა, განსაკუთრებით კი მისი ცენტრალური თუ გარეუბნების დაარსებისა და განაშენიანების ამბავი.

ამიტომ გვინდა, ისტორიას XIX საუკუნიდან მოვყვეთ და დღევანდელობამდე მოვიდეთ. ამჯერად მთავარი აქცენტები კი თბილისის ისეთ ცენტრალურ უბნებზე გავაკეთოთ, როგორიც არის, ვაკე-საბურთალო. რა უძღოდა წინ ამ პრესტიჟული უბნების გაშენება-განვითარებას?

თემის გაშლა კი ისტორიის დოქტორს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს, ალექსანდრე ბოშიშვილს ვთხოვეთ:

- თბილისი მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე, ანუ თბილისის ქვაბულშია გაშენებული და ბუნებრივია, მთელი ისტორიის მანძილზე, ქალაქის გაფართოება, მდინარის სანაპიროებს მიუყვებოდა.

XIX საუკუნის
დასაწყისიდან, როდესაც თბილისი კავკასიის ცენტრად გამოცხადდა და რუსი მთავარმართებლებისა და მეფისნაცვლების სამყოფელს წარმოადგენდა, იმ დროიდან, საქართველოს ისტორიის ფეოდალურ ეპოქაში ქალაქმა გაშენება შემოსაზღვრული კედლების გარეთ დაიწყო, პირველად, ციხის კედლის მიღმა არსებული "გარეთუბანი" (დღევანდელი თავისუფლების მოედანი) იქნა ათვისებული, მალე მის გაყოლებაზე, მთელი პროსპექტი გაშენდა და ქალაქმა, მანამდე მისგან ოდნავ მოშორებულ სოფელ ვერემდეც მიაღწია.

XIX საუკუნეში გაშენებული უბნები, დღევანდელი რუსთაველის გამზირი, მთაწმინდა და სოლოლაკი, მეფისნაცვლის, ქართველი დიდებულების, ქალაქისა და მთლიანად, ქვეყნის მმართველი ელიტის, ასევე დიდვაჭრების საცხოვრებელი იყო, შესაბამისად ისინი იმ დროს, უკვე ყველაზე პრესტიჟულ უბნებად მიიჩნეოდა. ერთმანეთის მიყოლებით შენდებოდა მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული სახლები, რომელთაც, მოგვიანებით ცნობილი მხატვრები ხატავდნენ და ა.შ.

- ქალაქი, როგორც ცნობილია, მტკვრის მეორე მხარესაც განვითარდა...
- რა თქმა უნდა, მეორე კედლიდანაც გავიდა, და იქაც გაჩნდა ახალი უბნები და დასახლებები, სადაც შედარებით დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, ამიტომ ამ უბნებმა (ავლაბარი, ელია და სხვა) ისეთი სტატუსი ვერ მოიპოვა, როგორიც სოლოლაკმა, გოლოვინის პროსპექტმა (დღევანდელი რუსთაველის გამზირი), მთაწმინდამ...  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები