"სასწრაფო მოდის 40 წუთის მერე! შპრიცი აღარ ჰქონდათ, გაუთავდათ! "
"სასწრაფო მოდის 40 წუთის მერე! შპრიცი აღარ ჰქონდათ, გაუთავდათ! "
სოციალურ ქსელში ნათია მანია სტატუსს აქვეყნებს:
მარნეულის მუნიციპალიტეტი / municipality of marneuli

4-5 წლის წინ ჩემს მეგობარს სადახლოში დაემართა კენჭის გავლა, გამოვიძახეთ სასწრაფო და სასწრაფო დახმარების სავალალო მდგომარეობაზე აღშფოთებულმა პოსტი დავწერე.

დღეს კიდევ ერთ ჩემს მეგობარს დაემართა სადახლოში კენჭის გავლა. წლებია გასული, სასწრაფო დახმარება კი კვლავ სავალალო მდგომარეობაშია.
ფაქტები:

1. სასწრაფო მოდის 40 წუთის მერე!

40 წუთი! ეს სასწრაფოა? იქნებ ვკვდები!

40 წუთის განმავლობაში ორჯერ დავრეკე კიდევ და მპასუხობდნენ, რომ სასწრაფოს მანქანა ოფრეთში წავიდა პაციენტის გადმოსაყვანად და ჯერ მარნეულში არ დაბრუნებულა. როგორ ფიქრობთ, რამდენი მანქანა
ემსახურება მარნეულის მუნიციპალიტეტს?

2. 935 კმ2 ფართობის მქონე მარნეულის მუნიციპალიტეტს,
სადაც ცხოვრობს 104 300 კაცი, ემსახურება 5 (!) , ხალხნო, ხუთი (!) სასწრაფო დახმარების მანქანა. ხუთი მანქანა მთელ მარნეულზე!

მანქანა გასარემონტებლად წავიყვანეთ თბილისში, ახალი ნაწილები არ ჰქონდათ, ძველი ჩაუდგეს, ისევ ფუჭდებაო...

3. ექიმის ხელფასი __ 500 ლარი, ექთნის __ 280 ლარი.
ხომ წარმოგიდგენიათ, კონკურენცია და მოტივაცია რა დონეზე იქნება!

4. ერთი სპაზმალგონისა და შპრიცის დატოვება ვთხოვეთ დამატებით, თუ შეტევა გაუმეორდებოდა ავადმყოფს. სპაზმალგონი დაგვიტოვეს...

შპრიცი აღარ ჰქონდათ, გაუთავდათ!

რა ვთქვა, არ ვიცი. რა გავაკეთო, არ ვიცი. რა გვეშველება, არ ვიცი...

თქვენ თუ იცით გზა რაიმე, მასწავლეთ რა.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები