რატომ შეიძლება თქვას უარი მამა პეტრემ სასულიერო წოდებაზე? - ჩემზე საშინელებებს ავრცელებენ
რატომ შეიძლება თქვას უარი მამა პეტრემ სასულიერო წოდებაზე? - ჩემზე საშინელებებს ავრცელებენ
მამა პეტრე კვარაცხელია ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში, საზოგადოებისა და სასულიერო პირების ნაწილისგან მის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებასა და შვილთან ურთიერთობაზე საუბრობს.
გთავაზობთ მასალიდან ამონარიდს:

– თქვენც გქონდათ ცოტა ხნის წინ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა და მაშინ დიდი თანადგომა გამოგიცხადეს.

– ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარე. პრობლემები წლების განმავლობაში დაგროვდა და ბოლოს ძალიან გართულდა. ამდენმა ცილისწამებამ, შურმა და აგრესიამ თავისი ქნა. მე აგრესიით არავის ვპასუხობ, მაგრამ შინაგანად ძალიან განვიცდი და ეს ჩემზე მოქმედებს, რასაც აუცილებლად მოჰყვება შედეგი. ეს შედეგი იყო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა ეს ყველაფერი ჩემთვის კარგი იყო იმის დასანახად, რომ თუ ორი შურიანი ადამიანი ჩემ წინააღმდეგაა მომართული, სანაცვლოდ ზღვა ხალხი დგას ჩემ ზურგს უკან – ვისაც ვუყვარვარ, ვინც ჩემთვის ლოცულობდა და ძალიან ბევრი მატერიალურადაც დამიდგა გვერდში. ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ, საოპერაციოში შესვლამდე გადავწყვიტე, რომ თუ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, ხალხისთვის უფრო მეტს მოვინდომებდი. ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ უფრო მეტად ვიხმაურებ, ვიდრე წყვდიადი არ გაიფანტება.

– განსაკუთრებული წნეხის ქვეშ როდის მოექეცით სასულიერო პირების მხრიდან?

– ჩემი შვილის ფოტოების და ჩემი ლექსების გავრცელების შემდგომ. უფრო შურს ვგრძნობდი. თუ ისინი მართლმადიდებლები არიან, ამბიონიდან კი არ უნდა მელაპარაკებოდნენ, პირადად უნდა მეუბნებოდნენ და თუ საჭიროა, უნდა დამტუქსონ კიდეც. მაგრამ მე ვიცი, ესენი ის სასულიერო პირები არიან, რომლებსაც ჩემი შურთ და ამიტომ, ჩემ შესახებ საშინელ ხმებს ავრცელებენ.

– საპატრიარქოსთან არ შეგქმნიათ ამის გამო პრობლემები?

– ჩემთვის საპატრიარქო პატრიარქია. ის ყველაფერს გრძნობს. ბედნიერი ვარ, რომ მის ეპოქაში მიწევს მოღვაწეობა. ზოგჯერ იმდენად ამომსვლია ყელში ამდენი გაუნათლებლობა, შური და ბოღმა, რომ მიფიქრია, ეკლესიაში არ არის ჩემი ადგილი, რადგან აქ მე ღმერთს ვერ ვხედავ. ავდგები და წავალ-მეთქი. წავალ, მაგრამ მარტივად არა. ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მეტი გავლენის სფეროები და მოქმედების არეალი მექნებოდა. ჩემთვის ეკლესია და ანაფორა თავშესაფარი არაა. ოთხი დიპლომი და ორი დისერტაცია მაქვს, ამიტომ ადაპტაცია არსად გამიჭირდება. მარტო მღვდლობით არ ცხონდება სული, მთავარია, ადამიანური ღირებულებები გაგაჩნდეს. თუ შენ არ ხარ წარმატებული, სხვას კი არ უნდა უვრცელებდე ჭორებს, საკუთარ თავში უნდა ეძებო პრობლემა. მაგრამ უამრავი ადამიანის სიყვარულმა გადამაფიქრებინა წასვლა, რადგან მათ მართლა ვჭირდები.

– მამას როგორი დამოკიდებულება აქვს მის თაყვანისმცემლებთან?


– მე და მარიამს შორის ასაკობრივად და აზრობრივად დიდი სხვაობა არ არის, ამიტომ კარგი მეგობრები ვართ. მთავარია, ისეთი საბედისწერო შეცდომა არ დაუშვას, რომელსაც ვერ მოინანიებს. მინდა, ბედნიერი იყოს და ვის გვერდითაც იქნება, მე მას მივიღებ. შვილს ჩემი აზროვნებით ვერ მოვუწყობ ცხოვრებას. შეიძლება, მისი გადაწყვეტილება არ მომეწონოს, მაგრამ აბსოლუტურ თავისუფლებას ვანიჭებ. თუმცა ვთხოვ, რომ დარიგებას აუცილებლად მიაქციოს ყურადღება, რადგან ობიექტურ რჩევებს ვაძლევ.

– ასეთი ლიბერალიზმი შვილების მიმართ, ბავშვობისდროინდელი გამოცდილებითაა გამოწვეული?


– კი. მე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი
ვიყავი და ვცდილობ, შეცდომები, რომელიც მშობლებმა ჩემთან დაუშვეს, მე შვილებთან არ გავიმეორო. მათ არაფერი აკლიათ და მინდა, ეს სწორად გამოიყენონ. თუ სწავლა არ ენდომებათ, მთავარია, ადამიანები იყვნენ.

– გინდათ, რომ თქვენი შვილი სასულიერო პირი იყოს?


– დღეს, თუ სულიერად ძლიერი არ ხარ, სასულიერო პირობა ძალიან რთულია. დღეს ადამიანი ადამიანისთვის მგელი გახდა. ამას ჩემი შვილები ვერ გაუძლებენ. ძალიან თბილ და ფაქიზ გარემოში იზრდებიან და ყველაფერზე ტირიან. როცა ადამიანი ტირის, ის უკვე დიდია. დიდი ადამიანების გაგება კი მარტივი არ არის. მით უფრო შემოსილებისგან არის მათთვის მტკივნეული სიძულვილი და შური. მე ჯერ კიდევ ჩუმად ვარ, მაგრამ თუ ავლაპარაკდი ან ამ სფეროში დარჩენა აღარ მომინდა, ეს ჩემი გადაწყვეტილება არ იქნება. ეს იქნება იძულება, რაც მათთვის უარესია.



FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები