"თუ გოგონა თმას აქეთ-იქით აქნევს ნიშნავს, რომ მოსწონხარ"...
"თუ გოგონა თმას აქეთ-იქით აქნევს ნიშნავს, რომ მოსწონხარ"...
გიორგი გიორგაშვილი ჟურნალ "თბილისელებთან" სხეულის ენის ხელოვნებაზე დეტალურად საუბრობს.
გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარდს:
– სხეულის ენის დახმარებით, როგორ უნდა მიხვდეს ბიჭი, რომ გოგონას მოსწონს, ან – პირიქით?

– ასეთ დროს თვალებში უნდა უყურო გოგონას, თუ ქვემოთ დაიხედავს, ესე იგი, მოსწონხარ. მაგრამ, თუ გვერდით, ან ზემოთ გაიხედა, ესე იგი, არ აინტერესებ და მისი მოხიბვლა ძნელია. თუმცა, პიროვნებაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, შეიძლება, მორცხვია და თვალებში ვერ გიყურებს. ამიტომ ერთი ჟესტით ვერ განსაზღვრავ, კომპლექსურად უნდა შეისწავლო. მემარცხენეებში და მემარჯვენეებშიც სხვადასხვანაირადაც არის. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ, როცა ადამიანი საუბრის დროს მარჯვნივ იხედება, ის სიმართლეს ამბობს, მაგრამ თუ მარცხნივ გაიხედა, ესე იგი, ტყუის. ცაციებისთვის პირიქით არის, როცა მარცხნივ იხედება, სიმართლეს ამბობს, ხოლო მარჯვნივ – იტყუება. ეს რომ გაიგო, ჯერ მარტივი კითხვები უნდა დაუსვა, რომ სიმართლე გითხრას და მიხვდე, საით გაიხედავს. რაღაცას რომ აწვდი, რომელი ხელით გამოგართმევს, რომ გაიგო ცაციაა თუ არა. ზოგადად, ადამიანს მანამდე უნდა უყურო თვალებში, სანამ მისი თვალის ფერს არ შეამჩნევ. შემდეგ დადებით შთაბეჭდილებას ტოვებ, დადებითად აღიქმები და ამას ხშირად იყენებენ ამერიკელები. როცა გოგონას ან ბიჭს მოსწოხარ – თვალებში უყურებ, ამ დროს ყველაზე შესამჩნევია თვალის გუგების გაფართოება. თვალის გუგები ფართოვდება შიშზე, სიბნელეზეც. თუ სიბნელეში სხედხართ და გოგონას თვალის გუგები გაუფართოვდა, ეს არ ნიშნავს, რომ მას მოსწოხარ, უბრალოდ, ეშინია.

– კიდევ რომელი ჟესტითაა შესაძლებელი გაიგო, ადამიანს მოსწონხარ თუ არა?

– მაგალითად, გოგონა აქნევს თმას აქეთ-იქით, ესეც ნიშნავს, რომ მოსწონხარ. მე მინახავს გოგონა, რომელსაც ბიჭი მოსწონს, თმა არ აქვს გრძელი, მაგრამ მაინც აქნევს თავს. გოგონა, რომელსაც შეყვარებული არ ჰყავს, უმეტეს შემთხვევაში, თმას იწევს ზემოთ. ცნობილია, რომ ადამიანი კისრიდან აგზავნის ფერმონებს. ამიტომ, გოგონაც გაუცნობიერებლად, რომ მამაკაცი მიიზიდოს, თმას იწევს ზემოთ. ასევე, გაუცნობიერებლად აჩვენებენ გოგონები ბიჭებს მაჯებს. პოლიტიკოსები ხელის ჩამორთმევისას მაჯებს მალავენ, რადგან ეს სისუსტესთან ასოცირდება. როცა გოგო გესაუბრება, მაჯებს წევს, გიჩვენებს, ნიშნავს, რომ მოსწონხარ, ან თავისუფალია. ასევე, თუ ესაუბრები და მუხლები, იდაყვები შენკენაა მომართული, მაშინაც მოსწონხარ. როდესაც ბიჭს გოგონა მოსწონს, თმას, ქამარს ისწორებს, წელში სწორდება, ცდილობს, შეგეხოს. ადამიანის წაკითხვა მარტივია ფეხებით. თუ გვერდით მიზის გოგონა და მისკენ გადავიდებ ფეხს, ესე იგი, მომწონს და მასაც, თუ ჩემკენ აქვს გადმოჯვარედინებული ფეხები, მასაც მოვწონვარ. თუმცა, ეს ყველა შემთხვევაში არ შეიძლება, მოწონებას ნიშნავდეს. მეგობრები, რომლებიც ერთმანეთს უგებენ, საერთო ინტერესები აქვთ და სხედან, ერთმანეთის მხარეს აქვთ ფეხები გადადებული. ასევე, საუბრისას მოძრაობებს იმეორებენ, რადგან ყურადღებით უსმენენ ერთმანეთს, აინტერესებთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხდება გაუცნობიერებლად. თუ მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდივარ, ისე ვჯდები, რომ იმ ადამიანის ფეხები დავინახო. თუ დააკვირდებით, პოლიტიკოსები ჟურნალისტებს რომ ესაუბრებიან, ფეხები გაშლილად და მყარად უდგათ. თუმცა, ზოგჯერ ახლოსაც უდგათ – ტერფები გადაჯვარედინებული და წვერებზე აწეული. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არ არის მყარი და რასაც
ამბობს, იმაში არ არის დარწმუნებული. მაგალითად, გეუბნებიან, რომ ის თავის ვალდებულებებს აუცილებლად შეასრულებს. ამ დროს კი, ასე უდგას ფეხი და ხვდები, რომ ჯობია, გაერიდო ან დაცვის მექანიზი გამოიყენო. ადამიანს შეუძლია, სხეულის ზედა ნაწილი აკონტროლოს, მაგრამ ძნელია, ორივე ერთად აკონტროლო. ამიტომ, ფეხები არ ტყუის, გარბის და შეიძლება, ვერ აკონტროლო. ამას კარგად იყენებენ სპეცსამსახურები, სხეულის ენის სპეციალისტები. მაგალითად, ადამიანს ეჩქარება, მაგრამ ამას არ გეუბნება. ეს როგორ უნდა ამოიცნო? თუ მისი ფეხები კარისკენაა მიმართული, ეს ნიშნავს, რომ ეჩქარება. ან იმყოფები რაღაც შემხვედრაზე, კონფერენციაზე, ადამიანები საუბრობენ და გინდა, შენც ჩაერთო. როცა მიხვალ და ისინი ტორსით შემოტრიალდებიან შენკენ, ეს ნიშნავს, არ უნდათ მათ საუბარში ჩაერთო. მაგრამ თუ ფეხის წვერსაც შემოაბრუნებენ, ის ქვეცნობიერად გეუბნება, რომ გახსნილია და შეგიძლია, საუბარში ჩაერთო.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები