" მიშამ რა დედა მოგიხნათ ამნაირი, ბოღმისგან რომ ვერ დაიცალეთ"
" მიშამ რა დედა მოგიხნათ ამნაირი, ბოღმისგან რომ ვერ დაიცალეთ"
იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, ლევან ფერაძე გაკვირვებულია და კითხვას სვამს, შევარდნაძის მოღვაწეობასთან შედარებით, რა ჩაიდინა მიშამ ისეთი, რომ საზოგადოება "ბოღმისგან ვერ დაიცალა”.

“ისე მოვკვდები რომ ამ ფენომენს ალბათ ვერასოდეს ამოვხსნი. შევარდნაძემ ცეკას მდივნობის დროს მართლა მოაოხრა საქართველო: მზე ჩრდილოეთიდან ამოიყვანა.
მთელი მაშინდელი “ბომონდი” ციხეში ამოალპო. დახვრიტა”თვითმფინავის ბიჭები” იუზა კობახიძე, ჯერ შაქარი, შეატანინა ქარხნებში მეღვინეებს, ვარსკვლავი ჩამოიკიდა და მერე 15-15 წელი მიარჭო. გელბახიანების 3 თაობა: ბაბუა, შვილი, შვლიშვილი ციხეში გამოამწყვდია და ცხონებულ პეტრე უმცროსს დახვრეტის მუხლი მიუყენა, მერე 9 აპრილი მოგვიწყო, მერე სამოქალაქო ომი. დიდის ამბით დააბრუნეთ ხელში აყვანილი შეიტანეთ ცკ-ის შენობაში. მერე გვაშიმშილა და გაგვყინა, ბავშვები ლამპის შუქზე დაგვაზრდევინა, მართლა ჩააბარა აფხაზეთი და სამაჩაბლო. ათიათასობით ბიჭი ჩახოცა წინასწარ წაგებულ ომში. ათასობით ქალი და ბავშვი გაყინა ჭუბერზე, ნახევარი საქართველო წამალზე დასვა, ნახევარიც გააბანდიტა. კანონიერი ქურდი სახელმწიფოს მეორე კაცად დასვა. მოკვდა და სამხედრო პატივით ლაფეტით დაასაფლავეთ… ამ მიშამ რა დედა მოგიხნათ ამნაირი, ბოღმისგან რომ ვერ დაიცალეთ???”, - წერს იაშვილის კლინიკის ექიმი.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები