ეს 90 წლის ბებია ყოველ წელს საკუთარი ხელით უხატავს ხალხს სახლებს
ეს 90 წლის ბებია ყოველ წელს საკუთარი ხელით უხატავს ხალხს სახლებს
ანეჟკე კაშპარკოვა 90 წლის გახლავთ და ჩეხეთში ცხოვრობს, სოფელ ლოუკში. ამ ასაკშიც კი ახერხებს იმდენს, რომ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ეკლესიის კედლებს და მეზობლის სახლებს ხატავს.
40 წელზე მეტია ეს ქალბატონი ვერ ელევა პატარა ფუნჯსა და ლურჯ საღებავს. ასე იფურჩქნება ამ სოფლის სახლების კედლებზე ლამაზი ცისფერი ყვავილები.

ანეჟკა კაშპარკოვა მესამე მხატვარია, რომელიც კედლების მოხატვის ტრადიციას მისდევს. ეს ტრადიცია კი ამ სოფელში დაახლოებით 100 წლის არის.
- რა მხატვარი, რის მხატვარი, რას ამბობთ, მე უბრალოდ საკუთარ ჭიას ვახარებ. მინდა მეზობლებს დავეხმარო, - ამბობს  ანეჟკა.

ყოველ მეორე გაზაფხულზე მას საკუთარი ორნამენტების განახლება უწევს. ამ პროცესს, როგორც წესი, რამდენიმე დღე სჭირდება.
საღებავით სოფლის ადმინისტრაცია ამარაგებს, ორნამენტებს კი თავად იგონებს. ყოველ ჯერზე ახალ-ახალს.
სოფელში ძალიან აფასებენ ამ ქალბატონის საქმიანობას და იმედოვნებენ, რომ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ღირსეულად გააგრძელებს ამ ტრადიციას.   განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები