თბილისში მცხოვრები ყველაზე გრძელთმიანი გოგონა გინესის რეკორდსმენობაზე ოცნებობს
თბილისში მცხოვრები ყველაზე გრძელთმიანი გოგონა გინესის რეკორდსმენობაზე ოცნებობს
8 წლის გულდარან ვალიევა გინესის რეკორდსმენობაზე ოცნებობს. ამისთვის, კი უკვე 4 წელია თმას იზრდის. მუქი შეფერილობის, ძალიან სქელ, 1 მეტრის სიგრძის თმას, გულდარანი და მისი ოჯახი საგულდაგულოდ უვლიან, რომ გოგონას ოცნება ახდეს.

აღმოჩნდა, რომ გრძელი თმა ოჯახური ტრადიციაა. თითქმის ყველა ქალს
მათ გვარში გრძელი თმა აქვს, თუმცა, რეკორდსმენობა ჯერ არავის უცდია. გულდარანი და მისი ოჯახი თბილისში ცხოვრობენ. როგორც გოგონას დედამ გვითხრა, ბავშვი ნანატრი შვილია - მის დაბადებას ოჯახი 20 წელი ელოდა.


"გულდარანი 20 წლის შემდეგ შეგვეძინა, მანამდე შვილი არ გვყავდა. თმის გაზრდა 4 წლიდან დაიწყო. გულდარანის ბებიასაც, როცა ახალგაზრდა იყო, გრძელი თმა ჰქონდა" - ამბობს გულდარანის დედა, ოფელია ახმედოვა.

როგორც გოგონას დედა ამბობს, იმისთვის, რომ თმა ფორმაში იყოს, განსაკუთრებულს არაფერს აკეთებენ. ძვირადღირებულ დასაბან საშუალებებს იყენებენ, თუმცა, გულდარანს დამატებითი ვიტამინები არასდროს მიუღია. "მეუბნებიან, რომ გრძელი თმის გამო, შესაძლოა ორგანიზმს ვიტამინები დააკლდეს. ვაპირებ, რომ ექიმს დაველაპარაკო, ვნახოთ რას მეტყვის. თუ საჭირო გახდა დამატებითი ვიტამინები, აუცილებლად მიიღებს" - ამბობს ოფელია ახმედოვა.  განაგრძეთ  კითხვა  და  იხილეთ  ვიდეო
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები